Bretaris Genuair inh 322mkg/doz 60doz #1
Bretaris Genuair inh 322mkg/doz 60doz #1

Bretaris Genuair inh 322mkg/doz 60doz #1

ესპანეთი

ალმირალი
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი
გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მიკროგრამ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მიკროგრამ აკლიდინიუმს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის
მონოჰიდრატი.

ჩვენება: ბრეტარის ჯენუეირი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების
ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას,
რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას,
როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. ბრეტარის ჯენუეირის რეგულარული
მიღება დაგეხმარებათ თქვენი დაავადებით გამოწვეული სუნთქვის გახშირებისას და ხელს შეუწყობს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაავადების გავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

უკუჩვენება: ალერგია აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი
სხვა კომპონენტის მიმართ; ატროპინის ან მსგავსი ბრონქოდილატატორის, მაგალითად იპრატროპიუმის, ტიოტროპიუმის ან ოქსიტროპიუმის მიმართ.ბავშვები და მოზარდები: არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის ჯენუეირის გამოყენება
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.ბრეტარის ჯენუეირის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ბრეტარის ჯენუეირის
გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ასევე ორსულობაზე ეჭვის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეიძლება პრეპარატი ბრეტარის
ჯენუეირის გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მკურნალი ექიმის
დანიშნულების გარეშე.ბრეტარის ჯენუეირის გამოყენების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების მკაცრი დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში-დილით და საღამოს.
ბრეტარის ჯენუეირის მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ
გამოიყენეთ ბრეტარის ჯენუეირის ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.მ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანე
ღილაკი დაბლოკილია, თქვენ შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ
შეიძლება ინჰალატორი ჯენუეირის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორი ჯენუეირის გამოყენება.
Show More
More Info
Brand
ალმირალი
Country
ესპანეთი
Generic
aclidinium bromide
Dose
322მკგ/1დოზა
Form
ფხვნილი საინჰალაციო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
60დოზა
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page