AntiFlu Kids pow with raspberry #5

AntiFlu Kids pow with raspberry #5

ამერიკის შეერთებული შტატები

კონტრაქტ ფარმაკალი
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებები (1 პაკეტში): აცეტამინოფენი 160მგ, ასკორბინის მჟავა 50მგ, ქლორფენირამინის მალეატი 1მგ. დამხმარე ნივთიერებები: ჟოლოს არომატიზატორი, შაქარი, შაქრის ფხვნილი, ლიმონმჟავა, კრემნიუმის დიოქსიდი, კრემნიუმის გაუწყლოებული დიოქსიდი, ნატრიუმის ციტრატი, სიმინდის სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის ფოსფატი, წითელი საღებავი FD and C #40 (E129).

ჩვენებები: გაციების და გრიპის სიმპტომური შემსუბუქებისათვის, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, ცრემლდენა, ცემინება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი ან-და ცხელება (ორგანიზმის მომატებული ტემპერატურა).

მიღების წესები და დოზირება: შიგნით მისაღებად 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად, 1-2 პაკეტის შიგთავსის 150მლ თბილ წყალში წინასწარ გახსნის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი მიღება 4-6 საათიანი ინტერვალით, მაგრამ არაუმეტეს 4 პაკეტისა დღე-ღამეში. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. ღვიძლის დისფუნქციის პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 8 საათს.უკუჩვენებები: ბავშვთა ასაკი 6 წლამდე; ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ღვიძლის დისფუნქცია ღვიძლის მძიმე უკმარისობით (მეტი 9 ჩაილდა-პიუს შკალით); დახურულკუთხოვანი გლაუკომა; შარდის შეკავება, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან; ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქაროზა-იზომალლტაზის უკმარისობა (შემადგენლობაში შაქრის არსებობის გამო); მონოამინოოქსიდაზების ინჰიბიტორების ერთდროული მიღება და მათი მიღება შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.ორსულობა და ლაქტაცია: აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოიყენება ბავშვებში. არ არის რეკომენდებული მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის ძილიანობის გამომწვევი თვისების გათვალისწინებით, საჭიროა მიღებიდან 4 საათის განმავლობაში პაციენტებმა თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ანტიფლუ კიდსის სხვა სამკურნალო საშუალებასთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.შენახვის წესი: არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
კონტრაქტ ფარმაკალი
Country
ამერიკის შეერთებული შტატები
Generic
paracetamol+chlorphenamine+acidi ascorbinici
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
5
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page