ALDOBRONQUIAL syru2mg/5ml 100.0

ALDOBRONQUIAL syru2mg/5ml 100.0

ესპანეთი

ლაბ. ალდო-უნიონი
About Product
პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტი ყურადღებით უნდა გაეცნოს გამოყენების ინსტრუქციას, რომელიც შეიცავს მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში და კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის სალბუტამოლი (სულფატი). ყოველი 5მლ შეიცავს 2მგ სალბუტამოლს (სულფატს). დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი (E-211), ჰიპრომელოზა, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი და გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: ალდობრონქიალი 2მგ-5მლ სიროფის აქტიური ინგრედიენტია სალბუტამოლი. ის მიეკუთვნება ბრონქოდილატატორების ჯგუფის მედიკამენტებს. ალდობრონქიალი სიროფი ნაჩვენებია ბრონქოსპაზმის (ფილტვის სასუნთქი გზების ოკლუზია), პროფილაქტიკისა და სიმპტომური მკურნალობისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ასთმურ შეტევებთან და სასუნთქი გზების შექცევად ობსტრუქციულ დაავადებასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებთან. აღნიშნული განეკუთვნება ფილტვების დაავადებათა ჯგუფს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, რის შედეგადაც ხდება ფილტვებში ჰაერის ნაკადის ბლოკირება.
უკუჩვენება: არ გამოიყენება ალდობრონქიალი სიროფი: თუ პაციენტი არის ალერგიული სალბუტამოლის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.ბავშვები და მოზარდები: ეფექტურობა და უსაფრთხოება სათანადოდ არ არის გამოვლენილი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება სპორტსმენებში: ეს წამალი შეიცავს სალბუტამოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი დოპინგის ტესტის შედეგი.გამოყენების წესი: ყოველთვის გამოიყენება ეს პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ პაციენტი არი არის დარწმუნებული, უნდა გადაამოწმოს ექიმთან ან ფარმაცევტთან. დაუშვებელია პრეპარატის მიღების გამოტოვება. მკურნალი ექიმი ეტყვის პაციენტს, რამდენ ხანს უნდა მიიღოს ალდობრონქიალი სიროფი. დაუშვებელია მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა. თუ ექიმმა განაზავა ალდობრონქიალის სიროფი, მიღებული ნაზავი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას და გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 5მლ-დან 10მლ-მდე (2-4მგ), რომელიც მიიღება დღეში სამჯერ ან ოთხჯერ.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში: ორიდან ექვს წლამდე: რეკომენდებული დოზა არის 2.5მლ-დან 5მლ-მდე (1-2მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
ექვსიდან თორმეტ წლამდე: რეკომენდებული დოზა არის 5მლ (2მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
თორმეტი წლის ასაკის ზემოთ: რეკომენდებული დოზა არის 5მლ-დან 10მლ-მდე (2-4 მგ) სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ალდო-უნიონი
Country
ესპანეთი
Generic
salbutamol
Dose
2მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page