Panadol BaBy supos 125mg #10
Panadol BaBy supos 125mg #10

Panadol BaBy supos 125mg #10

საფრანგეთი

ფარმაკლერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - paracetamol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები → პრეპარატები გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:
თითოეული სანთელი შეიცავს პარაცეტამოლს დამხმარე ნივთიერება:
ლეციტინი, მყარი ცხიმი აღწერილობა
მოთეთრო-მოყვითალო, ტორპედოსმაგვარი ფორმის ჰომოგენური სანთლები

ჩვენებები
თერაპიული მითითებები
გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ. გამოიყენება 1 - 6 წლის ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
ექიმის დანიშნულების უქონლობისას, სანთლები გამოიყენება ზუსტად ისე, როგორც ინსტრუქციაში არის მითითებული. გამოყენების შესახებ კითხვების გაჩენისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცეპტს.
სანთელი შეჰყავთ ღრმად ანუსში, სასურველია დეფეკაციის შემდეგ. უკეთესი ლუბრიკაციისთვის, შეიძლება სანთლის ხელში შეთბობა ან მცირე ხნით ცხელ წყალში ჩაშვება.

დოზირება
სანთლის დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე. ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ სხეულის 1 კგ წონაზე, ხოლო დღე-ღამური დოზა კი_60 მგ/კგ-ს.
პარაცეტამოლის დოზირების ზოგადი რეჟიმია:
სხეულის მასა ასაკი ერთჯერადი დოზა მაქსიმალური დღე-ღამური დოზა (24 საათი)
10-დან 15კგ-მდე 1-3 წლამდე 1 სანთელი 3 სანთელი, 750 მგ
15-დან 22კგ-მდე 3- 6 წლამდე 1 სანთელი 4 სანთელი, 1000 მგ

დაუშვებელია დღე-ღამური (24 საათი) დოზის გადაჭარბება. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს (თუ აუცილებელია).
თირკმლის და ღვიძლის დარღვევების, ასევე ჟილბერტის სინდრომის მქონე პაციენტებში აუცილებლია დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა. თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 სთ-ს. მაღალი ტემპერატურის, მეორადი ინფექციის ნიშნების ან სიმპტომების 3 დღეზე მეტად შენარჩუნებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ასევე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, თუ გრძნობთ, რომ სანთლის მოქმედება ძალზე ძლიერია ან არასაკმარისია.

უკუჩვენება
- პარაცეტამოლის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)
- თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ორსულობის დროს სანთლის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ შესაბამისი რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.
ორსულობისას სანთლის ხანგრძლივად, მაღალი დოზით, ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
ლაქტაცია
პარაცეტამოლი აღწევს დედის რძეში. რადგან არ არსებობს ცნობები ახალშობილზე პარაცეტამოლის მავნე ზეგავლენის შესახებ, შეიძლება ძუძუთი კვების გაგრძელება.
Show More
More Info
Brand
ფარმაკლერი
Country
საფრანგეთი
Generic
paracemolum
Dose
125მგ
Form
სანთელი რექტალური
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page