About Product
საერთაშორისო დასახელება - acetylsalicylic acid, paracetamol, caffeine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები → პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა
აქტიური სუბსტანციები: აცეტილსალიცილის მჟავა - 0,2გ, პარაცეტამოლი - 0,2გ, კოფეინი - 0,037გ, ლიმონმჟავა - 0,0025გ.
დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, ტალკი, რძის შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, კალციუმის სტეარატი;
ფარმაკოლოგიური თვისებები
ასკოფენი კომბინირებული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია შემადგენელი კომპონენტებით. აცეტილსალიცილის მჟავა და პარაცეტამოლი ახდენს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, რის შედეგადაც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას.
კოფეინი აღაგზნებს სუნთქვისა და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, აფართოებს სისხლძარღვებს თავის ტვინში, ასევე აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავასა და პარაცეტამოლის მოქმედების ეფექტს.
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის ზომიერად გამოხატული ტკივილის სინდრომი:
• თავის ტკივილი;
• შაკიკი;
• კბილის ტკივილი;
• ნევრალგია;
• მიალგია;
• ალგოდისმენორეა;
• ცხელებით მიმდინარე რევმატიული დაავადებები და გაციება.
მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა, გულძმარვა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, სისხლდენა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
• სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მათ შორის ანამნეზში);
• ჰემორაგიული დიათეზი;
• ორსულობა და ლაქტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ან ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება.
სიფრთხილე: არ არის რეკომენდებული პრეპარატის კომბინირება ბარბიტურატებთან, სალიცილატებთან, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან, რიფამპიცინთან, ალკოჰოლთან. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს ანტიაგრეგანტებისა და ანტიკოაგულანტების ეფექტს, ზრდის გვერდი-თი ეფექტების განვითარების რისკს გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და სულფანილშარდოვანას პრეპარატების ფონზე.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
Show More
More Info
124220
Generic
acetylsalicylic acid+paracetamol+kopheinum