About Product
საერთაშორისო დასახელება - Hyaluronat acid+Citicolin
შემადგენლობა და აღწერა
ციტიკოლინი ნატრიუმის მარილის, ნატრიუმის ჰიალურონატის, ჰიდროგენირებული ფოსფოლიპიდების, ორბაზური ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატის, მონობაზური ნატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატის, ნატრიუმის ქლორიდის, მაღალგანწმენდილი წყლის სახით.
დანიშნულება
VISNEUROX® LF არის ოფთალმოლოგიური ხსნარი, რომელიც შეიცავს 2% ციტიკოლინს და 0,075% მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას ლიპოსომურ ხსნარში, რომელიც მოქმედებს როგორც ციტიკოლინის გადამზიდავი. ოდნავ ოპალესცენტური თეთრი ხსნარი.
VISNEUROX LF, ციტიკოლინის არსებობისა და ბადურის განგლიონურ უჯრედებზე მისი სტრუქტურული მოქმედების გამო, ნაჩვენებია როგორც დამხმარე საშუალება გლაუკომის მქონე პაციენტებში ანტიჰიპერტენზიული თერაპიის დროს.
ციტიკოლინის არსებობის გამო, VISNEUROX LF ხელს უწყობს უჯრედული მემბრანების მთლიანობის აღდგენას, რომელიც დაზიანებულია დეგენერაციული ოფთალმოლოგიური დაავადებებით, როგორიცაა გლაუკომა. გარდა ამისა, ჰიალურონის მჟავაზე დაფუძნებულ ხსნარს შეუძლია შექმნას მიკროგარემო, რომელიც ხელს უწყობს თვალის ზედაპირის აღდგენას რქოვანას და კონიუნქტივის ეპითელიუმის დაზიანების შემთხვევაში.
ბიოტექნოლოგიური სინთეზით მიღებული ჰიალურონის მჟავა ქმნის მუკომიმეტურ, მუკოადჰეზიურ და ვისკოელასტიურ ხსნარს ცრემლსადენი აპკის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად, დატენიანების შესანარჩუნებლად და თვალის ზედაპირის დასაცავად.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
დოზირება
VISNEUROX® LF, ოფთალმოლოგიური ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული 1 წვეთი სამჯერ დღეში, ან უფრო ხშირად ექიმის დანიშნულებით.
ინფორმაცია გამოყენებისას სიფრთხილის (უსაფრთხოების) და შეზღუდვების შესახებ:
არ შეეხოთ თვალებს ფლაკონის წვერით.
ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება მოხდეს მხედველობის დროებითი დაბინდვა.
რეკომენდირებულია დაელოდოთ რამდენიმე წამს, სანამ განახორციელებთ რაიმე აქტივობას, რომელიც მოითხოვს მკაფიო ხედვას.
დაელოდეთ გამოყენების შემდეგ 10-15 წუთს, სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების ჩაწვეთებამდე.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ VISNEUROX® LF, ოფთალმოლოგიური ხსნარი, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები
თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები
ინახება 5რC-დან 25რC-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
არ გაყინოთ!
მოარიდეთ ბავშვებს!
არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.
გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
118665
Generic
Hyaluronate acid+citiqoline