ენიცილი გამოიყენება ღიაკუთხიანი გლაუკომის და თვალის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ორივე მდგომარეობა უკავშირდება თვალშიდა წნევის მომატებას ყველა ასაკის ბავშვებსა და ჩვილებში.
ენიცილის გამოყენება შეიძლება მოზრდილ მამაკაცებსა და ქალებში (მათ შორის ხანდაზმულებში) და ბავშვებში დაბადებიდან 18 წლამდე. ენიცილის გამოყენება არ არის გამოკვლეული დღენაკლულებში (36 კვირაზე ნაკლები გესტაციის).
არ გამოიყენოთ ენიცილი: - თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ;
- თუ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში. კონტაქტურ ლინზების მოხსნა აუცილებელია ენიცილის გამოყენებამდე. ენიცილის მიღების შემდეგ დაიცადეთ 15 წუთი კონტაქტური ლინზების თვალში ჩასმამდე.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით