Edolbrine eye drops 2mg/ml 5ml #1
Edolbrine eye drops 2mg/ml 5ml #1

Edolbrine eye drops 2mg/ml 5ml #1

პორტუგალია

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
About Product
ედოლბრიმი 2მგ/მლ თვალის წვეთები, ბრიმონიდინის ტარტრატის ხსნარი

ედოლბრიმი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს თვალშიდა წნევას ღიაკუთხოვანი გლაუკომის ან თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ედოლბრიმის თვალის წვეთები შესაძლებელია გამოყენებული იქნას მონოთერაპიის სახით ან სხვა წვეთებთან ერთად კომბინაციაში, როცა ერთი პრეპარატი არ არის საკმარისად ეფექტური თვალშიდა წნევის შესამცირებლად.

არ გამოიყენოთ ედოლბრიმი:
- თუ აღგენიშნებათ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის შემადგენლობაში არსებული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (აღნ. მე- 6 ნაწილში);
- თუ ღებულობთ მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბ.) ან რომელიმე სხვა ანტიდეპრესანტს, აცნობეთ თქვენ ექიმს;
- თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში;
- ახალშობილებში.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ღებულობდით სხვა წამლებს, მათ შორის არარეცეპტურულ მედიკამენტებსაც.

ორსულობა და ლაქტაცია: თუ თქვენ ხართ ორსულად, ან იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, ან გეგმავთ ორსულობას, კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, სანამ დაიწყებთ მკურნალობას.
ედოლბრიმი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში

ავტომობილისა და სხვა სამექანიზაციო საშუალებების მართვა: ედოლბრიმმა შესაძლოა გამოიწვიოს დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება, რაც გავლენას ახდენს მართვის ხარისხზე. ედოლბრიმმა შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა ან სხვა სახის ცვლილება, რაც გავლენას ახდენს მანქანის და სხვა სამექანიზაციო საშუალებების მართვაზე, განსაკუთრებით ღამით და სუსტი განათების პირობებში.
აღნიშნული საქმიანობის გაგრძელება შესაძლებელია სიმპტომების სრული ალაგების შემდეგ.

დოზირების რეჟიმი: ვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ წვეთს დაავადებულ თვალში დღეში ორჯერ, 12 საათიანი ინტერვალით. ეფექტურობისათვის საჭიროა ედოლბრიმის ყოველდღიური გამოყენება.

თუ ედოლბრიმთან ერთად იყენებთ სხვა წამალსაც, ჩაწვეთებებს შორის დაიცავით 5-15 წუთიანი ინტერვალი.

ედოლბრიმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, თავიდან აიცილეთ ედოლბრიმის წვეთების კონტაქტი რბილ ლინზებთან, რადგან ბენზალკონიუმის ქლორიდი იწვევს ლინზების გაუფერულებას. ამოიღეთ ლინზები ედოლბრიმის წვეთების გამოყენებამდე და ჩაისვით ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებული ფლაკონის ეტიკეტზე და კოლოფზე. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე
გამოიყენეთ პირველადი გასხნიდან 28 დღის განმავლობაში
Show More
More Info
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
Country
პორტუგალია
Generic
brimonidine
Dose
2მგ/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page