About Product
დუკრესა
ლევოფლოქსაცინი და დექსამეტაზონი
შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: აქტიური ნოვთიერებები: დექსამეტაზონის ნატრიუმ ფოსფატს 1,32მგ (ეკვივალენტურია 1მგ დექსამეტაზონის) და ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს 5,12მგ (ეკვივალენტურია 5მგ ლევოფლოქსაცინის). დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დიჰიდროფოსფატის ნატრიუმის მონოჰიდრატი, ჰიდროფოსფატ ნატრიუმის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან-და ქლორწყალბადმჟავა (pH მისაღწევად), წყალი ინექციისათვის.
ჩვენება: დუკრესა თვალის წვეთები განკუთვნილია ანთების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, ასევე ინფექციების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ზრდასრულ ადამიანებში კატარაქტის მოცილების ქირურგიულ ოპერაციებთან. გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ანტიბაქტერიული საშუალებების ჯეროვანი გამოყენების ოფიციალური სახელმძღვანელო.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა მოქმედ ნივთიერება ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ, დექსამეტაზონის ან სხვა სტეროიდების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ; უბრალო ჰერპესი, კერატიტი, ჩუტყვავილა და თვალის რქოვანას და ლორწოვანი გარსის სხვა ვირუსული დაავადებები; თვალების მიკობაქტერიული ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია მჟავამედეგი მიკობაქტერიებით, ისეთებით, როგორიცაა ჭლექის მიკობაქტერია, კეთრის მიკობაქტერია ან Mycobacterium avium კომპლექსით; თვალების სოკოვანი დაავადებები; თვალის არანამკურნალევი ჩირქოვანი ინფექცია.
გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატი ყოველთვის გამოიყენება სწორედ ისე, როგორც ეს აუხსნა პაციენტს მკურნალმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული დოზა შეადგენს ხსნარის 1 წვეთს დაზიანებულ თვალში ყოველი 6 საათის შემდეგ. მაქსიმალური დოზა შეადგენს 4 წვეთს დღის განმავლობაში. დუკრესა-ის თერაპიის სტანდარტული კურსი გრძელდება 7 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც, თუ ექიმი ჩათვლის აუცილებლად, გადადიან სტეროიდული თვალის წვეთების 7 დღიან კურსზე. პაციენტის მკურნალი ექიმი მისცემს რეკომენდაციას, თუ რა ხანგრძლივობით უნდა იქნეს გამოყენებული წვეთები. თუ პაციენტი იმავდროულად იყენებს რაიმე სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატს, ინტერვალები სხვადასხვა პრეპარატების გამოყენებას შორის იტვერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 წუთს. თვალის მალამო დაიტანება დაზიანებულ ადგილას სულ ბოლოს.
ბავშვები: პრეპარატის დუკრესა-ს უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის. არ არსებობს ხელმისაწვდომი მონაცემები.
დუკრესა თვალის წვეთების გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: რეკომენდებული დოზირების კორექცია არ არის საჭირო.
პაციენტები, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის და თირკმელების ფუნქციები: გამოკვლევები პაციენტებზე, რომლებსაც გააჩნიათ ღვიძლის და თირკმელების უკმარისობები, არ ჩატარებულა. ამიტომ დუკრესა ასეთი პაციენტებისათვის სიფრთხილის დაცვით უნდა გამოიყენებოდეს.
თვალის წვეთების (ინსტილაციის) ჩაწვეთების წინ: გულდასმით უნდა მოხდეს ხელების დაბანა. პაციენტმა უნდა მიიღოს მოხერხებული მდგომარეობა (დაჯდეს, დაწვეს ზურგზე, დადგეს სარკის წინ).
თვალის წვეთების გამოყენება: საჭიროა ფლაკონის გახსნა. ფლაკონის პირველი გახსნისას უნდა მოხსნან დამცავი ხუფი. ფლაკონის შიგთავსის გაჭუჭყიანების თავიდან ასაცილებლად-არ უნდა მოხდეს ფლაკონის წვერით ქუთუთოებთან, წარბებთან მიკარება და არ უნდა მოხდეს ხელით შეხება. საჭიროა თავის უკან გადაწევა. ფლაკონი უნდა მოთავსდეს თვალის ზემოთ. უნდა მოხდეს ქვედა ქუთუთოს ქვემოთ ჩამოქაჩვა, ზევით ახედვა და ფლაკონზე მსუბუქად ხელის მოჭერით ჩაიწვეთება თვალის წვეთები თვალში. პაციენტმა უნდა დახუჭოს თვალი, მსუბუქად მიაჭიროს თითი მის შიდა კუთხეს. ეს დაეხმარება თავიდან აიცილოს თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირ-საცრემლე არხში, გაზარდოს მათი ეფექტურობა და შეამციროს არახელსაყრელი სისტემური ეფექტების წარმოშობის რისკი. თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, საჭიროა ზემოთ ხსენებულის თავიდან განმეორება. ფლაკონს მჭიდროდ უნდა დაეხუროს ხუფი გამოყენებისთანავე.
Show More
More Info
120706
Generic
dexametoson+levofloxacin