Brimoptic 2mg/5mg 10ml eye dr #1
Brimoptic 2mg/5mg 10ml eye dr #1

Brimoptic 2mg/5mg 10ml eye dr #1

სომხეთი

ლიქვორი
About Product
დოზა: 2მგ-მლ 5მგ-მლ ბრიმონიდინის ტარტრატი-თიმოლოლი.

შემადგენლობა: ხსნარის 1მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: ბრიმონიდინის ტარტრატი-2,0მგ, თიმოლოლის მალეატი-6,8მგ (5მგ თიმოლოლის ექვივალენტური); დამხმარე ნივთიერებები- ბენზალკონიუმის ქლორიდი (0.05მგ), ნატრიუმის ერთჩანაცვლებული ფოსფატი, ნატრიუმის ორჩანაცვლებული ფოსფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, საინექციო წყალი.

ჩვენებები: ღიაკუთხოვანი გლაუკომა, ოფთალმოჰიპერტენზია ადგილობრივი ბეტა-ბლოკატორების არასაკმარისი ეფექტურობისას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის სხვა კომპონენეტების მიმართ; სასუნთქი გზების მომატებული რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქული ასთმა ან წარსულში არსებული ბრონქული ასთმა, ფილტვების მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტე, სინოატრიალური ბლოკადა, მეორე და მესამე ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა ხელოვნური რითმის წამყვანის იმპლანტის გარეშე, გამოხატული გულის უკმარისობა, კარდიოგენური შოკი; მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (მაო), ანტიდეპრესანტებთან (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მინასტერინი) კომბინირებული თერაპია; გამოიყენება ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენების წესი და დოზირება: მოზრდილები, მათ შორის ხანდაზმული პაციენტები 1 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში დაზიანებულ თვალში, 12 საათიანი ინტერვალით. ერთზე მეტი ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალების გამოყენებისას, ინსტალაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. სისტემური შეწოვის შემცირების მიზნით, ინსტალაციის შემდეგ აუცილებელია საცრემლე არხზე დაჭერა ან თვალების დახუჭვა (რამოდენიმე წუთის განმავლობაში). არ არის რეკომენდებული ფლაკონის წვერის შეხება ნებისმიერ ზედაპირთან, რათა თავიდან იქნას აცილებული თვალის და ბოთლის შიგთავსის ინფიცირება.გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პეიოდში: ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.შენახვის პირობები: ინახება 15-25? ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლიქვორი
Country
სომხეთი
Generic
brimonidin+timolol
Dose
(2მგ+5მგ)/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page