დასახელება - ალერგოვისი წვეთები თვალის 15მლ ფლაკონი
ჩვენება • ალერგია და ალერგიული კონიუნქტივიტი; • თივის ცხელებით გამოწვეული თვალის გაღიზიანება; • გარემო ფაქტორებით (მზის, ქარის, მტვრის, კონდიცირების, მშრალი და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება და ა.შ.) გამოწვეული თვალის სტრესი; • სხვადასხვა მიზეზით (კომპიუტერის ხანგრძლივად გამოყენება, არახელსაყრელი განათების პირობები, ღამის მართვა და ა.შ.) გამოწვეული თვალის სტრესი; • თვალის საცრემლე აპკის არატრავმული/არაპათოლოგიური ცვლილებები; • თვალის გაღიზიანება კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად. მიღების წესი და დოზირების მეთოდი ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 1-2 წვეთი თითოეულ თვალში 1-ჯერ ან საჭიროებისამებრ 2-3-ჯერ დღეში. კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის: 2-3 წვეთი ლინზების გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. გამოიყენება ყველა ტიპის კონტაქტური ლინზების ტარების დროს. თავსებადია ჰომეოპათიურ მკურნალობასთან. გვერდითი მოვლენები თვალის წვეთების გამოყენებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს თვალის მსუბუქი გაღიზიანება. განსაკუთრებული მითითებები თვალის ლორწოვანის გაღიზიანების შემთხვევაში, წვეთების გამოყენება უნდა შეწყდეს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ყოველი გამოყენების შემდეგ ფლაკონი მჭიდროდ დახურეთ. საწვეთურის წვერი არ შეახოთ რაიმე ზედაპირს, მათ შორის თვალებსა და ხელებს. არ გადაყლაპოთ. უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობები და ვადები პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომაეობაში 5-35რC-მდე ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.