Cycloferon amp 12.5% 2ml #5
Cycloferon amp 12.5% 2ml #5

Cycloferon amp 12.5% 2ml #5

Russia

პოლისანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - methylglucamine acridonacetate
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი 12,5 %.
შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0,125 გ აკრიდონძმარმჟავასა (ძირითადი მოქმედი კომპონენტი) და 0,0963 გ N-მეთილგლუკამინს (მარილწარმომქმნელი და მასტაბილიზირებელი დანამატი), დანარჩენი _ საინექციო წყალი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის სითხე ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალება. ათქ კოდი: [L03AA].

ჩვენება:
ციკლოფერონი გამოიყენება მოზრდილებისათვის
• აივ-ინფექციის (2A-3B სტადიები);
• ნეიროინფექციების: სეროზული მენინგიტები და ენცეფალიტები, ტკიპისმიერი ბორელიოზის (ლაიმის დაავადება);
• ვირუსული A,B, C, D ჰეპატიტები;
• ჰერპესი და ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
• მწვავე, ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტები;
• ქლამიდიური ინფექციები;
• შემაერთებელი ქსოვილის რევმატიული და სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა);
• სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების: მადეფორმირებელი ოსტეოართროზისა და სხვ. კომპლექსურ თერაპიაში. 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის
• ვირუსული A,B, C, D,GP ჰეპატიტები;
• ჰერპესული ინფექცია;
• აივ-ინფექციის (2A-3B სტადიები) კომპლექსურ მკურნალობაში.

მიღების წესი და დოზირება:
1. მოზრდილებში: ციკლოფერონი გამოიყენება ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად ერთხელ დღეში ძირითადი სქემით: 1,2,4,6,8,11,14,17,20,23,26,29 დღეს, დაავადებიდან გამომდინარე. ვირუსული ჰეპატიტების დროს პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადი დოზით 0,25-0,5 გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინექციას ძირითადი სქემის მიხედვით. სუმარული დოზაა 2,5-5,0 გ. კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ. ჰერპესისა და ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს _ 10 ინექცია 0,25 გ ძირითადი სქემის მიხედვით. სუმარული დოზაა 2,5 გ. მკურნალობა ყველაზე უფრო ეფექტურია დაავადების გამწვავების დასაწყისში. ნეიროინფექციების შემთხვევაში პრეპარატი შეიყვანება ძირითადი სქემის მიხედვით. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 ინექციას 0,25-0,5 გ, ეტიოტროპულ მკურნალობასთან ერთად. სუმარული დოზაა 3-6 გ. კურსი მეორდება საჭიროებისამებრ. ქლამიდიური ინფექციის დროს _ 0,25 გ დოზით. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინექციას. სუმარული დოზაა 2,5 გ. კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ. მიზანშეწონილია ციკლოფერონის მიღება ანტიბიოტიკებთან ერთად. აივ-ინფექციის (2A-3B სტადიები) დროს _ ერთჯერადი დოზით 0,5 გ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინექციას ინტრამუსკულარულად ძირითადი სქემის მიხედვით. სუმარული დოზაა 5 გ. შემდგომში ტარდება შემანარჩუნებელი კურსი: ხუთ დღეში ერთხელ ორნახევარი თვის განმავლობაში. კურსი მეორდება მკურნალობის წინა კურსიდან ერთი თვის შემდეგ. იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ინტრამუსკულურ ინექციას ძირითადი სქემის მიხედვით ერთჯერადი დოზით 0,25 გ. სუმარული დოზაა 2,5 გ. კურსი მეორდება 6-12 თვის შემდეგ. შემაერთებელი ქსოვილის რევმატიული და სისტემური დაავადებების დროს _ 4 კურსი 5 ინექციით ძირითადი სქემის მიხედვით, 0,25 გ, 10-14 დღიანი შესვენებებით. კურსი მეორდება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების დროს _ 2 კურსი 5 ინექციით 0,25 გ, 10-14 დღიანი შესვენებებით, ძირითადი სქემის მიხედვით. კურსი მეორდება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
2. ბავშვებში: პედიატრიულ პრაქტიკაში ციკლოფერონი გამოიყენება ინტრამუსკულარულად, ან ინტრავენურად ერთხელ დღეში. სადღეღამისო თერაპიული დოზა შეადგენს 6-10 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე. მწვავე ვირუსული A,B, C, D,GP ჰეპატიტებისა და შერეული ფორმების დროს პრეპარატი შეიყვანება 1,2,4,6,8,10,12,14,16,18,20,22,24,26,28 დღეს. ინფექციის გახანგრძლივებული მიმდინარეობისას კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ. ქრონიკული ვირუსული B, C, D,GP ჰეპატიტების დროს პრეპარატი შეიყვანება მკურნალობის კურსის 1,2,4,6,8,10,12,14,16,18 დღეს და შემდგომში _ შემანარჩუნებელი სქემით სამ დღეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში პათოლოგიური პროცესის რეპლიკაციური და ციტოლიზური აქტივობის შენარჩუნებისას. აივ-ინფექციის დროს პრეპარატი შეიყვანება მკურნალობის კურსის 1,2,4,6,8,10,12,14,16,18 დღეს და შემდგომში _ შემანარჩუნებელი სქემით ხუთ დღეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში პათოლოგიური პროცესის რეპლიკაციური აქტივობის შენარჩუნებისას.
Show More
More Info
Brand
პოლისანი
Country
Russia
Generic
meglumin acridonacetate
Dose
125მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page