Zinasen tab 10mg #60

Zinasen tab 10mg #60

პორტუგალია

ლაბ. ატრალი
About Product
ზინასენი 10მგ ტაბლეტები
ფლუნარიზინი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაიკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი გაცნობა. აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის, სიმპტომების მსგავსების მიუხედავად დაუშვებელია მისი სხვისთვის მიცემა, რადგან აღიშნულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს პაციენტს. ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ფლუნარიზინი (ფლუნარიზინის დიჰიდროქლორიდის სახით). თითო ტაბლეტი შეიცავს 10მგ ფლუნარიზინს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი და სიმინდის სახამებელი.

ჩვენება: ზინასენის აქტიური სუბსტანცია არის ფლუნარიზინი (ფლუნარიზინის დიჰიდროქლორიდი). ზინასენი ხელს უწყობს მიგრენის შეტევების პრევენციას და ხსნის თავბრუსხვევის გარკვეულ ფორმებს.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ფლუნარიზინის ან ზინასენის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ გაწუხებს დეპრესია; თუ აქვს პარკინსონის დაავადება.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები: თუ პაციენტი იგრძნობს მსუბუქ დაღლილობას, რაც მატულობს მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად; თუ ღებულობს ზინასენს რამოდენიმე თვის განმავლობაში. ამ შემთხვევებში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ეს მედიკამენტი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის, გლაუკომას ან პროსტატიზმის მქონე პაციენტებში.
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ფლუნარაზინსაც შეუძლია გამოიწვიოს ეპიგასტრალური დისკომფორტი. მედიკამენტის მიღებამ კვების შემდეგ შესაძლოა შეამციროს ეს სიმპტომები.

ზინასენის მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს ან ბოლო პერიოდში მიიღო სხვა მედიკამენტები, მკურნალი ექიმის რეცეპტის გარეშე მიღებული მედიკამენტების ჩათვლით. თუ ღებულობს ზინასენს და ამავდროულად ალკოჰოლს, საძილე პრეპარატებს ან დამამშვიდებლებს, ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტებს, შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა ან თვლემა უფრო სწრაფად. ამ მიზეზის გამო, უნდა შეზღუდონ ალკოჰოლის რაოდენობა და მიიღონ საძილე პრეპარატები ან დამამშვიდებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მკურნალი ექიმი გამოწერს ზინასენთან ერთად მისაღებად.

ზინასენის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ზინასენი არ მიიღება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია: უნდა მიემართოს მკურნამლ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე. თუ პაციენტი არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს შეუძლია თუ არა ზინასენის მიღება პაციენტს.
თუ პაციენტი ღებულობს ამ პრეპარატს ლაქტაცია დაუშვებელია. ამ შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: განსაკუთრებით ზინასენით მკურნალობის საწყის პერიოდში, შესაძლოა პაციენტმა იგრძნოს ძილიანობა. საჭიროა სიფრთხილე ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზინასენის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: ზინასენი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა უთხრა პაციენტს, რომ მას აქვს ზოგიერთი შაქრის სახეობის აუტანლობა, ამ მედკამენტის მიღებამდე უნდა მიეამრთოს მკურნალ ექიმს.

გამოყენების წესი: ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის მითითებების მიხედვით. კითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. მკკურნალი ექიმი ეტყვის პაციენტს რამდენი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოს ზინასენი.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოს ცოტა წყალთან ერთად. არასდროს მიიღება მკურნალი ექიმის რეცეპტით გათვალისწინებულ დოზაზე მეტი.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ატრალი
Country
პორტუგალია
Generic
Flunarizine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page