About Product
საერთაშორისო დასახელება - trifluoperazine
მოქმედი ნივთიერება : 10-[3-(4- მეთილპიპერაზინ -1- ილ )პროპილ ]-2-( ტრიფტორმეთილ )-10 H- ფენოთიაზინის დიჰიდროქლორიდი ;
შემადგენლობა : 1 მლ ხსნარი შეიცავს 2 მგ ტრიფლუოროპერაზინის ჰიდროქლორიდს ;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი . ანტიფსიქოზური საშუალებები . ფენოთიაზინის პიპერაზინულიწარმოებულები .
გამოყენების ჩვენება . შიზოფრენია , განსაკუთრებით პარანოიდული , მარტივი აპათიურ - აბულიურისინდრომით , მისი სუსტად მომატებული ფორმით , შიზოფრენია გამოხატული ჰალუცინატორულ -პარანოიდული მოვლენებით და ფსიქოპათიის მაგვარი , ნევროზის მაგვარი , იპოქონდრიული ,სენესტოპათიური სიმპტომატიკით , პერიოდული შიზოფრენია ბოდვითი სიმპტომატიკით დაჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური დაავადებები : ალკოჰოლური ჰალუცინაციები და პარანოიდები ,ინვოლუციური ფსიქოზები , ნევროზები . ცენტრალური წარმოშობის გულისრევა .
გამოყენების წესი და დოზირება . საწყისი დოზა შეადგენს 1-2 მგ - ს . კუნთში განმეორებით შეყვანასაწარმოებენ 4-6 საათში ; უფრო ხშირი ინექციებისას შესაძლებელია კუმულაციის მოვლენები . როგორცწესი , სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 მგ - ს , გამონაკლის შემთხვევებში -10 მგ - ს . დეპრესიულ -ჰალუცინატორულ და დეპრესიულ - ბოდვითი მდგომარეობების დროს ტრიფტაზინი გამოიყენება ანტიდეპრესიულებთან ერთად .
გულისრევის საწინააღმდეგო საშუალების სახით ტრიფტაზინი ინიშნება დოზით 1-4 მგ დღეში .
ტრიფტაზინით მკურნალობა უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალიზირებული , რაცდამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე . მკურნალობის ვადები შეიძლება შეადგენდეს 3-9 თვეს ,ცალკეულ შემთხვევებში უფრო მეტიც .
გვერდითი მოვლენები . ზოგიერთ ავადმყოფში შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების გვერდითიმოვლენების განვითარება .
უფრო ზუსტად :
- ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან : ძილიანობა , თავბრუსხვევა , პირის სიმშრალე , უძილობა ,აკატიზია , დისტონიური ექსტრაპირამიდული რეაქციები , პარკინსონიზმი , გვიანი დისამნეზია ,ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი , ფსიქიკური ინდიფერენტულობის მოვლენები , გარემოგამღიზიანებლებზე დაგვიანებული რეაქცია ;
- შარდსასქესო სისტემის მხრიდან : შარდის შეკავება , პოტენციის შემცირება , ეაკულაციის დარღვევა ,პრიაპიზმი , ოლიგურია ;
- ენდოკრინული სისტემის მხრიდან : ჰიპო - ან ჰიპერგლიკემია , გლუკოზურია , დისმენორეა ,გინეკომასტია , სხეულის წონის მატება ;
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრიდან : ანორექსია , ბულემია , პირღებინება , გულისრევა , დიარეა ,ყაბზობა , გასტრალგია , ქოლესტატური სიყვითლე ;
- გრძნობის ორგანოების მხრიდან : აკომოდაციის პარეზი , რეტინოპათია , ბროლის და რქოვანასდაზიანება ;
- სისხლის მხრიდან : თრომბოციტოპენია , აგრანულოციტოზი , ანემია , პანციტოპენია ;
- გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან : ტაქიკარდია , არტერიული წნევის დაწევა ( ორთოსტატულიჰიპოტენზია );
- ალერგიული რეაქციები : გამონაყარი კანზე , ჭინჭრის ციება , ანგიონევროზული შეშუპება ,ანაფილაქსიური შოკი ;
- სხვა : ფოტოდერმია .
Show More