Tricortin 1000 amp 12mg+1mg/2ml 2l i/m #5
Tricortin 1000 amp 12mg+1mg/2ml 2l i/m #5

Tricortin 1000 amp 12mg+1mg/2ml 2l i/m #5

იტალია

ფიდია ფარმა
About Product
საერთაშირისო დასახელება - cortex phospholipide,cyancobalamine
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თავის ტვინის ქერქის ფოსფოლიპიდები 12 მგ
ციანოკობალამინი 1000 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლიდოკაინის ქლორიდი; ნატრიუმის ორფუძიანი ფოსფატი 12H2O; ნატრიუმის
ერთფუძიანი ფოსფატი 2H2O; პ-ჰიდროქსიბენზოინის მჟავას ეთერები;
საინექციო წყალი საკმარისი 2 მლ- სთვის.
წამლის ფორმა
საინექციო ხსნარი ინტრამუსკულარული გამოყენებისთვის. +2მლ-იანი 5
ამპულა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქო-ანალეპტიური საშუალებები, ფსიქო-სტიმულატორები და
ნოოტროპული საშუალებები.
სავაჭრო ნიშნის მფლობელი
ფიდია ფარმაცეუტიჩი ს.პ.ა. - ვია პონტე დელა ფაბრიკა, 3/ა - 35031 აბანო
ტერმე (პადუა), იტალია
თერაპიული ჩვენება
ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპოქსიური და დისმეტაბოლური
დარღვევები.
თავის ტრავმები, ტრავმული სინდრომები და პოსტ-ტრავმული
მდგომარეობები, ათეროსკლეროზული ენცეფალომიოპათიები, ვაზოსპასტური
ან ტოქსიური ცეფალგია, ენდოგენური და ეგზოგენური ინტოქსიკაციები.
პოლიალგიური სინდრომი
ტოქსიკური და ალკოჰოლური პოლინევრიტი, ართრიტული წარმოშობის
პოლირადიკულონევრიტი, VII ნერვის პერიფერული დამბლა, პოლიალგიური
სინდრომი ორგანული საფუძვლის გარეშე.
უკუჩვენებები
პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ მომატებული
მგრძნობელობა.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენება არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ
ზომებს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ არის დადგენილი ტრიკორტინი 1000-ის ურთიერთქმედება სხვა
მედიკამენტებთან.
გაფრთხილება
პრეპარატის გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ექიმის პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატი არ ახდენს
ზემოქმედებას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზირება და მიღების წესი
ინიშნება დღეში 1 ამპულა ინტრამუსკულური ინექციის სახით.
ჭარბი დოზირება
რეკომენდებული დოზების მიღების დროს ადგილი არ ქონია ჭარბი
დოზირების შემთხვევებს.
გვერდითი მოვლენები
ადგილი არ ქონია პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების
განვითრებას. ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების
შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა ეხება გაუხსნელ და სათანადო პირობებში შენახულ
პროდუქტს.
Show More
More Info
Brand
ფიდია ფარმა
Country
იტალია
Generic
phospholipids cortex+cyancobalamine
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page