Sumatriptan 50 mg tab #6
Sumatriptan 50 mg tab #6

Sumatriptan 50 mg tab #6

კანადა

აპოტექსი
About Product
დასახელება - სუმატრიპტანი-1A 50მგ 12 ტაბლეტი

ჩვენებები
შაკიკის შეტევები აურით ან მის გარეშე, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულისრევა ან ღებინება.

მიღების წესები და დოზები
მწვავე შაკიკის კუპირებისთვის რეკომენდებულია პრეპარატის 50 მგ, ზოგ შემთხვევაში 100მგ. მომდევნო დოზის მიღება შესაძლებელია შემდგომი 24 საათის განმავლობაში.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პროფილაქტიკის მიზნით.
თუ შაკიკის სიმპტომები არ ქრება, ან არ მცირდება პირველი დოზის მიღებისას, არ არის რეკომენდებული მორიგი დოზის მიღება, თუმცა შესაძლებელია მისი გამოყენება შემდგომი შეტევის კუპირებისათვის.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გარდამავალი მომატება; გულის ცემის შეგრძნება, იშვიათ შემთხვევებში, გულის რითმის დარღვევა, კორონარული არტერიების სპაზმი. ცნს-ის მხრივ: წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე; იშვიათად-ძილიანობა, გადაღლილობა; იშვიათ შემთხვევებში კრუნჩხვები (უმრავლეს შემთხვევაში ანამნეზში აღინიშნებოდა ეპილეფსია და თავის ტვინის დაზიანება.) ზოგჯერ ადგილი აქვს დიპლოპიას, ნისტაგმს, სკოტომას, მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას; ძალიან იშვიათად ვითარდება მხედველობის დარღვევის გარდამავალი ფორმა.
იშვიათ შემთხვევებში-კანის რეაქციებიდან გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი, ერითემა.

უკუჩვენება
- პრინცმეტალის სტენოკარდია
- მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში
- ანამნეზში ინსულტი ან ტ.ი.შ.
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი
- მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენება პრეპარატის მიღებიდან 14 დღეზე ნაკლებ შუალედში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები. ლაქტაციის პერიოდში 50 მგ სუმატრიპტანი 1A - ს მიღებიდან 12 საათის განმავლობაში არ შეიძლება ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
სუმატრიპტანი არ გამოიყენება ჰემიპლეგიური, ბაზილარული ან ოფთალმოპლეგიური შაკიკის სამკურნალოდ.
სიფრთხილით ინიშნება:
- პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით. თირკმელისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
- ეპილეფსიის და თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს.
- 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის გამოკვლეული პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
- პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე ავტომანქანის მართვისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სუმატრიპტანის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, შესაძლებელია მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. სუმატრიპტანი შეიძლება დანიშნული იყოს ერგოტამინის მიღებიდან მხოლოდ 24 საათის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
აპოტექსი
Country
კანადა
Generic
sumatriptan
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
6
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page