Solian tab 400mg #30

Solian tab 400mg #30

საფრანგეთი

დელფარმ დიჯონ
About Product
საერთაშორისო დასახელება - amisulpride
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ფსიქოტროპული საშუალებები → ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ტაბ. ამისულპრიდი . . . . . . . . 100 მგ
1 ტაბ.ამისულპრიდი . . . . . . . . 200 მგ
1 ტაბ.ამისულპრიდი . . . . . . . . 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმ კარბოქსიმეთილსახამებელი (ნატრიუმ ამილოპექტინის გლიკოლატი) (ტიპი A), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
პოლიოქსილ 40 სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი (E 171) – მხოლოდ შემოგარსულ ტაბლეტებში 400 მგ.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეფსიური).

ჩვენებები
პროდუქტიული (მაგალითად: ბოდვა, ჰალუცინაციები, აზროვნების მხრივ დარღვევები) და/ან ნეგატიური (მაგალითად: აფექტური ეპიზოდები, ემოციურობის არარსებობა და ურთიერთობისგან თავის დაღწევა) დარღვევებით თანმხლები მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის მკურნალობა, მათ შორის ჭარბი ნეგატიური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში.

დოზირების რეჟიმი
მწვავე ფსიქოტროპული ეპიზოდების შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში 400-800 მგ შიგნით მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია დღე-ღამეში 1200 მგ-მდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ.
შერეული ნეგატიური და პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის დოზების შერჩევა ხდება პრიდუქტიული სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის უზრუნველყოფით, საშუალოდ 400 მგ-დან 800 მგ-მდე დოზირების შერჩევით.
შემანარჩუნებელი მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნით.
კლინიკურად ნეგატიური სიმპტომატიკის სიჭარბის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღე-ღამეში 50-300 მგ დოზის შიგნით მიღება. დოზების შერჩევა ინდივიდუალურია. დღე-ღამეში 400 მგ მეტი დოზა ინიშნება 2-ჯერ მიღებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ამისულპრიდი ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის შესაძლებელი განვითარების მიზეზით.
თირკმელების უკმარისობა: ამისულპრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს, კრეატინინის კლირენსი (CRcl) 30-60 მლ/წთ, ენიშნებათ ნახევარი დოზა ხოლო CRcl 10-30 მლ/წთ დოზის 1/3.

გვერდითი მოვლენები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - უძილობა, მოუსვენრობა, აჟიტაცია. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენა (ტრემორი, ჰიპერტონია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, ჰიპოკინეზია). შემანარჩუნებელი დოზების მიღების შემთხვევაში მათი ინტენსიურობა ჩვეულებრივ ზომიერია, სიმპტომები ნაწილობრივ შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. უპირატესად ნეგატიური სიმპტომების მკურნალობისათვის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე (რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზებზე) ძალიან დაბალია დღე-ღამეში 50-დან 300 მგ-მდე დოზის მიღების შემთხვევაში. იშვიათად - ძილიანობა დღის განმავლობაში. ძალიან იშვიათად - მწვავე დისტონია (სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგენური კრიზები, ტრიზმი და ა.შ.). აღნიშნული მდგომარეობა შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით.
გვიანი დისკინეზია, რომელიც დახასიათებულია უპირატესად ენის და/ან სახის უნებლიე მოძრაობების უნარის დარღვევით, არის პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების მიზეზი.
კრუნჩხვითი შეტევები.
ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი.
ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები: ხშირად - სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მომატება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს შეიძლება გახდეს გალაქტორეის, ამენორეის, გინეკომასტიის, სარძევე ჯირკვლების გადიდების, იმპოტენციის, ფრიგიდულობის მიზეზი, წონაში მომატება.
Show More
More Info
Brand
დელფარმ დიჯონ
Country
საფრანგეთი
Generic
sulpiridum
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page