საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი სედატიური საშუალებები / ფიტოპრეპარატები
ფარმაკოლოგიური თვისებები ნეო პეკეს რელაქსი - ის შემადგენლობაში შემავალი მცენარეთა ექსტრაქტები ხსნიან ნერვული სისტემის სპაზმს, ამცირებენ დაძაბულობას და გაღიზიანებადობას, რაც ახასიათებს ფსიქიკურ გადაღლილობას და ნევრასთენიას. შემადგენლობიდან გამომდინარე უსაფრთხო დამამშვიდებელი პრეპარატია, რომელიც არ იწვევს სედაციას და ამიტომ თავისუფლად გამოიყენება სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე
ჩვენება • სხვადასხვა სახის შფოთვითი მდგომარეობა, გამოწვეული: შიშით ან სტრესული სიტუაციით, გაღიზიანებადობით, გადაღლილობით • მომატებული ნერვული აღგზნებადობა, რომელიც ვლინდება: სკოლის და ბაღის ასაკის ბავშვებში ადაპტაციის პერიოდში ადრეული ასაკის ბავშვებში აცრის შემდგომ პერიოდში • ფსიქო-ემოციური გადაძაბვა • მსუბუქი დეპრესია და მოუსვენრობა
მიღების წესი და დოზირების მეთოდი: 0-2 წელი: 5 მლ 1X დღეში; 2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში ; 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში. მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ
შენახვის პირობები და ვადები: პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე
მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი