საერთაშორისო დასახელება - Ac.Gamma aminobutyricum,Ginkgo,Isonitol* საკვები დანამატი შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: გამა-ამინოერბოს მჟავა 250 მგ, გლიცინი 100 მგ, გინკო ბილობა 40 მგ, ინოზიტოლი 40მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) 5მგ.
ჩვენებები ბავშვის გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიური აქტივობის დაქვეითება; ქალა-ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი; ბავშვთა ცერებრალური დამბლა; მეხსიერების დაქვეითება, დემენცია; თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი); ალკოჰოლური ენცეფალოპათია; ალკოჰოლური პოლინეიროპათია; სტრესი, შფოთვა, უძილობა.
უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; არ ინიშნება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; არაა რეკომენდებული ვარფარინთან და ანტიდეპრესანტებთან კომბინაცია.
დოზირება და მიღების წესი ბავშვებში 3-დან 12 წლამდე:1 კაფსულა 1-ჯერ დღეში; 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში; მიიღება კვებებს შორის შუალედში. ძილის დარღვევის შემთხვევაში რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის მიღება საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.
შენახვის წესი პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25რC ტემპერატურისა. შეფუთვა კაფსულები #60 აფთიაქიდან გაცემის წესი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Sti. AnkaraTurkiye ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: “El Company”