დასახელება - მემისტინი XR ტაბლეტი 14მგ #28 ვენებები: მემისტინ XR ნაჩვენებია ალცჰაიმერის ტიპის ზომიერიდან მძიმე დემენციის სამკურნალოდ. უკუჩვენებები: მემისტინ XR უკუნაჩვენებია მემანტინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. გაფრთხილებები / სიფრთხილის ზომები: მდგომარეობებს, რომლებიც ზრდის შარდის pH დონეს, შეუძლიათ მემანტინის შარდში გამოყოფის შემცირება, რაც გამოიწვევს მემანტინის პლაზმური დონეების გაზრდას (იხილეთ პუნქტი „პრეპარატების ურთიერთქმედება“). ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა ორსულ ქალებში მემანტინი XR-ის გამოყენებასთან დაკავშირებით განვითარების რისკების შესახებ ადექვატური მონაცემები არ არსებობს. მავნე ზეგავლენა განვითარებაზე (შემცირებული სხეულის წონა და ჩონჩხის გაძვალება) აღინიშნა ვირთხების შთამომავლებში მემანტინის გამოყენებისას ორსულობის დროს იმ დოზებზე, რომლებიც დედის მინიმალურ ტოქსიკურობასთან ასოცირდებოდა. აღნიშნული დოზები მაღალია ადამიანებში გამოყენებულ მემანტინი XR-ის მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზებზე. აშშ-ს საერთო პოპულაციაში, კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დროს მძიმე თანდაყოლილი დეფექტებისა და აბორტის სავარაუდო ფონური რისკი არის 2-4% და 15-20%, შესაბამისად. აღნიშნული პოპულაციისათვის მძიმე თანდაყოლილი დეფექტებისა და აბორტის ფონური რისკი უცნობია. დოზირება და მიღების წესი: კონტროლირებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მემანტინი XR-ის ეფექტური დოზა არის 28 მგ დღეში ერთხელ. მემანტინი XR-ის რეკომენდებული საწყისი დოზა არის 7 მგ დღეში ერთხელ. დოზა უნდა გაიზარდოს 7 მგ ნამატით რეკომენდებულ შემანარჩუნებელ დოზამდე 28 მგ დღეში ერთხელ. მინიმალური რეკომენდებული ინტერვალი დოზის მატებას შორის არის ერთი კვირა. დოზა უნდა გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა დოზა კარგად იყო გადატანილი. მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 28 მგ დღეში. მემისტინ XR-ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.