Melamerin premium 3mg tab #30
Melamerin premium 3mg tab #30

Melamerin premium 3mg tab #30

ჩეხეთის რესპუბლიკა

ვალმარკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Melatonin
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 3 მგ მელატონინს - აქტიური ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონიჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
წარმოადგენს ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონის ანალოგს.
პრეპარატი არის საძილე საშუალება ადაპტოგენური მოქმედებით, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს
აწესრიგებს ორგანიზმის ბიორითმს: დროის სარტყელის ცვლილების აღქმას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება

ჩვენება:
მელატონინი ლაროფარმი მიიღება პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის შემდეგ შემთხვევებში:
უძილობა, ძილის რითმის დარღვევა
ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა
საათობრივი სარტყელის ცვლილებისას განვითარებული დისკომფორტი
ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა

მიღების წესი და დოზირება:
მელატონინი ლაროფარმი მიიღება მოზრდილებში
პროფილაქტიკისთვის: 1/3 – 1/2 ტაბლეტი დაძინებამდე 30-40 წუთით ადრე
სამკურნალოდ: 1-2 ტაბლეტი დაძინებმდე 30-40 წუთით ადრე
ეფექტი მიიღწევა მგზავრობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მიღება გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად აიტანება. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი
ჩივილები: თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპრატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ორსულობა, ლაქტაცია, 12 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობია და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა:
მელატონინით მკურნალობის პერიოდში პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას.
Show More
More Info
Brand
ვალმარკი
Country
ჩეხეთის რესპუბლიკა
Generic
melatonin
Dose
3მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page