Iremofar tab 25mg #30

Iremofar tab 25mg #30

საბერძნეთი

უნი-ფარმა კლეონი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: თითეული ტაბლეტი შეიცავს 25მგ ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ბირთვის დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. გარსის დამხმარე ნივთიერებები: მეტაკრილური მჟავას კოპოლიმერი L Y-1-7000, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები: შფოთვის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა მოზრდილებში; პრურიტის სიმპტომური მკურნალობა; სედაციური საშუალების სახით პრეოპერაციულ თერაპიაში.

უკუჩვენებები: პრეპარატებს აქვს თერაპიული ეფექტი: თუმცა, ასევე შეიძლება გამოიწვიონ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ექიმის რჩევის გაუთვალისწინებლობის შედეგად. თუ პაციენტი არის ალერგიული (ჰიპერმგძნობიარე) ჰიდროქსიზინის ჰიდროქლორიდის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების, ცეტირიზინის, პიპერაზინის წარმოებულების, ამინოფილინის ან ეთილენდიამინის მიმართ; თუ პაციენტს აწუხებს პორფირია; თუ არის ორსულად, მშობიარობის დროს ან ლაქტაციის პერიოდში.

გარსით დაფარული ტაბლეტები 25მგ-ტაბ: ირემოფარის გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზას ტოტალური დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით, არ უნდა მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: ზოგადი: ჰიდროქსიზინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ტვინის ორგანული დაზიანებით (ვინაიდან შეიძლება გაიზარდოს კრუჩხვების ან ეპილეფიის შესაძლებლობა. ბავშვები მეტად არიან მგრძნობიარენი ცნს-ს გვერდითი ეფექტების მიმართ კრუნჩხვები ყველაზე ხშირად შეინიშნებოდა ბავშვებში ვიდრე მოზრდილებში), ჰიდროქსიზინის გამოყენება ასევე სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში გლაუკომის, პროსტატის ჰიპერტროფიის, შარდის შეკავების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შენელებული მოტორიკის, მიასთენიის ან დემენციის დროს. სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში ცნობილი რისკ-ფაქტორებით გულის არითმიის დროს ან რომელთაც მიიღეს ისეთი პრეპარატრები, რაც იწვევს გულის არითმიას.
მკურნალობა უნდა შეწყდეს 5 დღით მაინც ალერგიაზე კანის ტესტის ჩატარების წინ და ბრონქოსპაზმის გამოწვევის წინ მეთაქოლინით ასთმისთვის ტესტის შედეგებზე ეფექტების თავიდან ასაცილებლად.

ბავშვები: ჰიდროქსიზინის მიღება დაუშვებელია 12 თვემდე ასაკის ბავშვებში.
დოზირება: გარსით დაფარული ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მოზრდილები: შფოთვის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისთვის: 50მგ დღეში სამ გაყოფილ 12.5-12.5-25მგ დოზებად. უფრო სერიოზულ შემთხვევებში 300მგ შეიძლება გამოიყენებოდეს. პრურიტის სიმტპომური მკურნალობისთვის: საწყისი 25მგ დოზა დასვენების წინ. აუცილებლობისას 25მგ, 3-4 ჯერ დღეში შესაძლებელია. სედაციური საშუალების სახით პრეოპერაციული თერაპიის დროს: 50-200მგ დღეში 1-2 დოზად: ერთი ერთჯერადი დოზა ოპერაციამდე 1 საათით ადრე. ერთი მიღება ანესთეზიამდე ერთი დღით ადრე დასაშვებია. მაქსიმუმ ერთჯერადი დოზა მოზრდილებში არ უნდა აჭარბებდეს 200მგ, მაშინ როდესაც მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 300მგ. ბავშვები ( 12 თვიდან): პრურიტის სიმპტომური მკურნალობისთვის: 12 თვიდან 6 წლამდე ასაკის: 1მგ-კგ სხეულის წონაზე დღეში, იზრდება აუცილებლობისას მაქსიმუმ 2.5მგ-კგ-მდე დღეში გაყოფილ დოზებად. 6 წლის ზემოთ: 1მგ-კგ სხეულსი წონაზე დღეში, იზრდება აუცილებლობისას მაქსიმუმ 2მგ-კგ სხეულის წონაზე დღეში გაყოფილ დოზებად. სედაციური საშუალების სახით პრეოპერაციულ თერაპიაში: ერთი ერთჯერადი დოზა 1მგ-კგ სხეულის წონაზე ოპერაციამდე ერთი საათით ადრე. 1მგ-კგ ერთი ღამით ადრე ანესთეზიამდე. დოზის კორექცია: დოზა უნდა დაკორექტირდეს რეკომენდირებულია დოზირების ფარგლებში, პაციენტის მკურნალობის შესაბამისად. ხანდამზულებში სასურველია რეკოემნდებული დოზის ნახევრის მიღება მკურნალობის დასაწყისში გახანგრძლივებული მოქმედების გამო. პაციენტებში ღვიძლის დისფუნქციით, რეკომენდირებულია დღიური დოზის 33%-ით შემცირება. დოზა უნდა შემცირდეს პაციენტებში თირკმლის ზომიერი და მწვავე დისფუნქციით მეტაბოლიტი ცეტირიზინის შემცირებული ექსკრეციის გამო.


გაცემის წესი: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
უნი-ფარმა კლეონი
Country
საბერძნეთი
Generic
hydroxysine hydrochloride
Dose
25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page