Imigran tab 50mg #6

Imigran tab 50mg #6

პოლონეთი

გლაქსოსმიტკლაინი
About Product
საერთაშორისო დასახელება - სუმატრიპტანი
შემადგენლობა: ტაბლეტები შეიცავს 100მგ სუმატრიპტანს ან 50 მგ . სუქცინატის მარილის სახით. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: 50მგ: ლაქტოზა (მონოჰიდრატი); ლაქტოზა (უწყლო); მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა; მაგნიუმის სტეარატი; გამოხდილი წყალი.

ჩვენებები: სუმატრიპტანის ტაბლეტები ნაჩვენებია აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე შეტევების მოსახსნელად, მათ შორის შაკიკის მწვავე შეტევების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუალურ პერიოდთან ქალებში.

დოზირება და მიღების წესი: სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკისათვის. სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
რეკომენდებულია, რომ სუმატრიპტანი მიღებულ იქნას რაც შეიძლება ადრე შაკიკის თავის ტკივილის დაწყებიდან. ის თანაბრად ეფექტურია შეტევის ნებისმიერ სტადიაზე

დოზირება:
მოზრდილები: შიგნით მისაღები სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზაა 50მგ ტაბლეტი ერთჯერადად. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს 100მგ-ს. თუ პაციენტი არ ემორჩილება სუმატრიპტანის პირველ დოზას, მეორე დოზა არ უნდა იქნას მიღებული იმავე შეტევის დროს. სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას მომდევნო შეტევების დროს.
თუ პაციენტი ემორჩილება პირველ დოზას, მაგრამ სიმპტომები ისევ ვითარდება, შეიძლება მიღებულ იქნას მეორე დოზა, თუმცა დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს ორი საათი და არ უნდა იქნას მიღებული 300მგ-ზე მეტი ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.

ბავშვები და მოზარდები (18 წელზე ნაკლები ასაკის): სუმატრიპტანის ტაბლეტების ეფექტურობა ამ პოპულაციაში ნაჩვენები არ არის.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის): იმიგრანის გამოყენება 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება (გიდ), პრინცმეტალის სტენოკარდია-კორონარული ვაზოსპაზმი, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება გიდ-სთან დაკავშირებული სიმპტომები და ნიშნები; სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (თტსმდ) ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი (ტიი); სუმატრიპტანის გამოყენება უკუნაჩვენებია გაუკონტროლებელი ჰიპერტენზიის დროს; სუმატრიპტანი არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში; უკუნაჩვენებია ერგოტამინის ან მისი წარმოებულების ერთდროული გამოყენება (მათ შორის მეთისერგიდის); მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორების (მაოი) და სუმატრიპტანის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული მაოი-ს თერაპიის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: სიფრთხილეა საჭირო დედისთვის შესაძლო სარგებლის და ნაყოფზე შესაძლო რისკების შეფასებისას.

ლაქტაცია: აღინიშნა, რომ კანქვეშა შეყვანის შემდეგ სუმატრიპტანი გამოიყოფა დედის რძეში. ბავშვებზე ზემოქმედება მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი, თუ ლაქტაცია მოხდება მედიკამენტის მიღებიდან 12 საათის შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერტურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას..

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
გლაქსოსმიტკლაინი
Country
პოლონეთი
Generic
sumatriptan
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
6
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page