Epixx tab 250mg #50

Epixx tab 250mg #50

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
About Product
მოქმედი ნივთიერება: ლევეტირაცეტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ახალი გენერაციის ანტიეპილეფსიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლევეტირაცეტამი -- 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტიტანის დიოქსიდი და FDC Blue საღებავის სახით.

ლევეტირაცეტამი -- 500 მგ

ლევეტირაცეტამი -- 1000 მგ

ჩვენებები: ეპიქსი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის სახით პარციალური გულყრების მკურნალობისას მოზრდილებში და ბავშვებში 4 წლის ასაკიდან.
ეპიქსი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის სახით მიოკლონური კრუნჩხვების დროს მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან იუვენილური მიოკლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ.
ეპიქსი გამოიყენება მონოთერაპიის სახით გენერალიზებული ან გენერალიზაციის გარეშე მიმდინარე პარციული გულყრების დროს 16 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის დროს.


მიღების წესი და დოზირება: ეპიქსის შემოგარსული ტაბლეტები მიიღება პერორალურად, შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშეც. დღიური დოზის მიღება ხდება ორ ტოლ პორციად.

მოზრდილები ≥ 18 წელი) და 50 კგ ან მეტი სხეულის მასის მქონე მოზარდები (12-17 წელი): საწყისი სამკურნალო დოზა არის 500 მგ 2-ჯერ დღეში. ამ დოზის მიცემა შეიძლება მკურნალობის პირველი დღიდანვე. კლინიკური პასუხისა და ტოლერანტობის მიხედვით, დოზის გაზრდა შეიძლება 1500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა ან შემცირება შეიძლება 500 მგ-მდე 2-ჯერ დღეში სიდიდით 2-4 კვირაში ერთხელ.

ხანდაზმულები (65 წელზე უფროსი ასაკი): დოზის რეგულირება ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებულია არსებული რენული ფუნქციების დარღვევის შემთხვევაში.

4-11 წლის ასაკის პედიატრიული პაციენტები და 50 კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდები (12-17 წელი): საწყისი სამკურნალო დოზა არის 100 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-ჯერ.

კლინიკურ პასუხზე და ტოლერანტობაზე დამოკიდებულების მიხედვით დოზის გაზრდა შეიძლება 30 მგ/კგ-მდე 2-ჯერ დღეში. დოზის გაზრდა ან შემცირება შეიძლება 10 მგ/კგ ოდენობით 2-ჯერ დღეში 2კვირაში ერთხელ.

პედიატრიული და მოზარდი პაციენტებისთვის რეკომენდული დოზები:

სხეულის საწყისი დოზა მაქსიმალური დოზა

წონა ........ 10 მგ/კგ 2-ჯერ ........ 30 მგ/კ2-ჯერ

15 კგ 150 მგ 2-ჯერ დღეში 450 მგ 2-ჯერ დღეში

20 კგ 200 მგ 2-ჯერ დღეში 600 მგ 2-ჯერ დღეში

25 კგ 250 მგ 2-ჯერ დღეში 750 მგ 2-ჯერ დღეში

50 კგ და ზევით* 500 მგ 2-ჯერ დღეში 1500 მგ 2-ჯერ დღეში

* 50 კგ და მეტი სხეულის წონის ბავშვებში დოზირება არის მოზრდილთა დოზირების მსგავსი.
უკუჩვენებები:

*ლევეტირაცეტამი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ლევეტირაცეტამის ან პიროლიდონის სხვა ნაერთების ან პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია: არარის რეკომენდირებული
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
აბდი იბრაჰიმი
Country
თურქეთი
Generic
levetiracetam
Dose
250მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page