epixx oral solution 100mg/1ml 150ml #1
epixx oral solution 100mg/1ml 150ml #1

epixx oral solution 100mg/1ml 150ml #1

თურქეთი

აბდი იბრაჰიმი
About Product
დასახელება - Epixx - ეპიქსი ხსნარი 100მგ/მლ 150მლ

რა არის ეპიქსი და რისთვის გამოიყენება
ეპიქსი არის გამჭვირვალე სითხე. ხელმისაწვდომია კოლოფში, 300 მლ ქარვისფერი შუშის ბოთლში, 10 მლ გრადუირებული პერორალური ინჟექტორით.

ეპიქსიარის ანტიეპილეფსიური (ეპილეფსიური კრუნჩხვების საპრევენციო) პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ.

ეპიქსი ცალკე, გამოიყენება პარციალური კრუნჩხვების სამკურნალოდ მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე პაციენტებში 16 წლის ასაკიდან.

ეპიქსი გამოიყენება, როგორც დამატება სხვა ანტიეპილეფსიურ საშუალებებზე :

• საწყისი პარციალური კრუნჩხვები გენერალიზაციით ან მის გარეშე, ჩვილებში 1 თვის ასაკიდან, ბავშვებსა და მოზრდილებში (პარციალური კრუნჩხვები მეორადი გენერალიზაციით ან მის გარეშე)

• მიოკლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან

• პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ასაკიდან.

როგორ მივიღოთ ეპიქსი
• ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:

მიიღეთ პერორალური ხსნარი თქვენი ექიმის მითითებების შესაბამისად. თქვენ უნდა მიიღოთ ეპიქსი დღეში ორჯერ, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.

მონოთერაპია (ეპიქსით დამოუკიდებელი მკურნალობა)

გამოყენება მოზრდილებში და მოზარდებში (16 წლიდან):

• 4 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის გაზომეთ შესაბამისი დოზა შეფუთვაში მოცემული 10 მლ ინჟექტორის გამოყენებით.

• რეკომენდებული დოზა: 1000 მგ (10 მლ) და 3000 მგ (30 მლ) დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე დღეში.

• როდესაც პირველად დაიწყებთ ეპიქსის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ უფრო დაბალ დოზას 2 კვირის განმავლობაში, სანამ მიიღებთ ყველაზე დაბალ დღიურ დოზას.

მაგალითად: თუ თქვენი დღიური დოზაა 1000 მგ, თქვენ უნდა მიიღოთ 500 მგ (5 მლ) დილით და საღამოს.
გამოყენება ახალშობილებში (1 თვიდან 6 თვემდე):

• 1 თვიდან 6 თვემდე ასაკის ჩვილებისთვის გაზომეთ შესაბამისი დოზა შეფუთვაში 1 მლ შპრიცის გამოყენებით.

• რეკომენდებული დოზა: ეპიქსი მიიღება დღეში ორჯერ ორ თანაბარ დოზად. თითოეული დოზა იზომება 0,07 მლ-დან (7 მგ)-დან 0,21 მლ-მდე (21 მგ) ბავშვის სხეულის წონის კგ-ზე (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი დოზის მაგალითებისთვის).
გამოყენების დრო:

• ეპიქსით მკურნალობა ხანგრძლივია. თქვენ უნდა გააგრძელოთ მკურნალობა ეპიქსით იმდენ ხანს, რამდენადაც ექიმი გეტყვით.

• არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის გარეშეთ, რადგან კრუნჩხვები შეიძლება გაძლიერდეს
როგორ ინახება ეპიქსი?

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
აბდი იბრაჰიმი
Country
თურქეთი
Generic
levetiracetam
Dose
100მგ/1მლ
Form
ხსნარი ორალური
Packing
ფლაკონი მინის
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page