Duloxetina Normon caps 30mg #28
Duloxetina Normon caps 30mg #28

Duloxetina Normon caps 30mg #28

ესპანეთი

ლაბ. ნორმონი
About Product
დულოქსეტინი ნორმონი

რას შეიცავს დულოქსეტინი ნორმონი
აქტიური ნივთიერებაა დულოქსეტინი.
თითოეული კაფსულა შეიცავს 30 მგ დულოქსეტინს (ჰიდროქლორიდის სახით).
სხვა დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსულის შიგთავსი: ჰიპრომელოზა, ჰიპრომელოზა აცეტატის სუქცინატი, საქაროზა, შაქრის ბურთულების (საქაროზა და სიმინდის სახამებელი), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი და ტრიეთილ ციტრატი. კაფსულის გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).

გამოყენება
დულოქსეტინი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დულოქსეტინს. დუ-ლოქსეტინი ნორმონი ზრდის სეროტონინისა და ნორადრენალინის დონეებს ნერ-ვულ სისტემაში.
დულოქსეტინი ნორმონი მოზრდილებში გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
•დეპრესია
•გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის ან ნევროზულობის ქრონიკული შეგრძნება)
•დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი (ხშირად აღწერილია, როგორც: წვის, ჩხვლეტის, წიწკნის, სპამიზ ან ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება. შეიძლება აღინიშნოს დაზიანებულ არეში შეგრძნების დაკარგვა ან შეხების, სიცხის, სიცივის ან ზეწოლის შეგრძნებები, რომლებიც იწვევს ტკივილს).

მიღება:
დულოქსეტინი ნორმონი დეპრესიის ან შფოთვის მქონე პაციენტებში მოქმედებას იწყებს მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება დასჭირდეს 2-4 კვირა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი თავს კარგად არ გრძნობს ამ დროის გასვლის შემდეგ. პა-ციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ექიმმა შეიძლება გაარძელოს დუ-ლოქსეტინი ნორმონით მკურნალობა, რათა ისევ არ განვითარდეს დეპრესია ან შფოთვა.
დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მქონე პაციენტებში საჭიროა რამდენიმე კვირიანი მკურნალობა, რათა პაციენტმა უკეთ იგრძნოს თავი.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება 2 თვის შემდეგ.

დეპრესიის და დიაბეტური ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობა:
დულოქსეტინი ნორმონის რეკომენდებული დოზაა 60 მგ ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მკურნალობა:
დულოქსეტინი ნორმონის საწყისი დოზაა 30 მგ ერთხელ დღეში, რომლის შემდგომ პაციენტების უმეტესობა იღებს 60 მგ-ს ერთხელ დღეში, თუმცა ექიმი დანიშნავს პაციენტისათვის საჭირო დოზას. დოზა შეიძლება გაიზარდოს 120 მგ-მდე დღეში დულოქსეტინი ნორმონის მიმართ პასუხის მიხედვით.

შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად, ინახება არაუმეტეს 30⁰C-ის ზემოთ.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
ესპანეთი
Generic
duloxetine
Dose
30მგ
Form
კაფსულა
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
Home
Cart
My Page