Citoflavin amp i/v 10ml #10
Citoflavin amp i/v 10ml #10

Citoflavin amp i/v 10ml #10

Russia

პოლისანი
About Product
ციტოფლავინი
CYTOFLAVIN
ინოზინი+ნიკოტინამიდი+რიბოფლავინი+ქარვის მჟავა

შემადგენლობა: აქტიური კომპონენტები: ქარვის მჟავა 100გ, ნიკოტინამიდი 10გ, რიბოქსინი (ინოზინი) 20გ, რიბოფლავინის ნატრიუმის ფოსფატი (რიბოფლავინი) 2გ; დამხმარე ნივთიერებები: N-მეთილგლუკამინი (მეგლუმინი) 165გ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 34გ, საინექციო წყალი-1,0 ლიტრამდე.

ჩვენებები: მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში: ტვინის ინფარქტი. ცერებროვასკულური დარღვევების შედეგები (ტვინის ინფარქტის შედეგები, ცერებრული ათეროსკლეროზი). ტოქსიური და ჰიპოტოქსიური ენცეფალოპათიები მწვავე და ქრონიკული მოწამვლების, ენდოტოქსიკოზების, ნარკოზის შემდგომი ცნობიერების დათრგუნვის დროს. ასევე ჰიპოქსიური ენცეფალოპათიების საპროფილაქტიკოდ კარდიოქირურგიული ოპერაციებისას, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის დროს.

ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულებში, გესტაციის ვადით 28-36 კვირა): კომპლექსურ თერაპიაში, ახალშობილობის პერიოდში: ცერებრუალური იშემიის დროს.

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. არ ენიშნება პაციენტებს (ახალშობილობის პერიოდის გარდა), რომლებიც იმყოფებიან კრიტიკულ მდგომარეობაში, ცენტრალური ჰემოდინამიკის ან-და არტერიულ სისხლში ჟანგბადის პარციალური წნევის შემცირებისას 60მმ ვწყ. სვ-ზე ნაკლებად.

სიფრთხილით: ნეფროლითიაზი, პოდაგრა, ჰიპერურიკემია. თუ პაციენტს გააჩნია რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება, ციტოფლავინის მიღებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენების მეთოდი და დოზირება: მოზრდილები: ციტოფლავინი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის, წვეთოვნად, 5-10%-იანი დექსტროზის ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან, 100-200მლ ხსნარში გახსნილი სახით. შეყვანის სიჩქარეა-3-4მლ-წთ.
1. თავის ტვინის ინფარქტის დროს პრეპარატი შეჰყავთ დაავადების დაწყებიდან მაქსიმალურად ადრეულ ვადებში 10მლ მოცულობით 8-12 საათი ინტერვალით 10 დღის განმავლობაში. დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს ერთჯერად დოზას ზრდიან 20მლ-მდე.
2. ცერებროვასკულური დაავადებების მოვლენების (ტვინის ინფარქტის შედეგები, ცერებრალური ათეროსკლეროზი) დროს შეჰყავთ 10მლ მოცულობით, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში.
3. ტოქსიური და ჰიპოტოქსიური ენცეფალოპათიის დროს-10მლ 2-ჯერ დღეში, 8-12 საათის ინტერვალით, 5 დღის განმავლობაში. კომატოზურ მდგომარეობაში შეჰყავთ 20მლ, 200მლ დექსტროზის ხსნარში განზავებით. ნარკოზის შემდგომი დეპრესიის დროს შეჰყავთ ერთჯერადად იმავე დოზებით. ჰიპოქსიური ენცეფალოპათიებისას კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გამოყენებისას: ოპერაციამდე 3 დღე, ოპერაციის დღეს, ოპერაციის შემდეგ 3 დღე შეიყვანება 20მლ პრეპარატი, გახსნილი 200მლ 5%-იან დექსტროზაში.

ბავშვებში (მათ შორის დღენაკლულებში) ახალშობილობის პერიოდში ცერებრალური იშემიით, ციტოფლავინის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2მლ-კგ. გამოთვლილი დღიური დოზა შეჰყავთ ინტრავენურად, წვეთოვნად (ნელა) დექსტროზის 5%-იან ან 10%-იან ხსნარში განზავების შემდეგ (შეფარდებით არაუმცირეს 1:5). პირველი შეყვანის დრო-დაბადებიდან პირველი 12 საათი; თერაპიის დაწყების ოპტიმალურ დროს წარმოადგენს სიცოცხლის პირველი 2 საათი. მზა ხსნარის შეყვანა რეკომენდებულია საინფუზიო ტუმბოს საშუალებით, 1-დან 4მლ-სთ-მდე სიჩქარით, რაც უზრუნველყოფს დღის განმავლობაში სისხლში პრეპარატის თანაბარ მიწოდებას, ბაზისური თერაპიისთვის გათვლილი ხსნარების დღიურ მოცულობაზე, პაციენტის ჰემოდინამიკური და მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებლების მდგომარეობაზე დამოკიდებულებით. მკურნალობის კურსი საშუალოდ შეადგენს 5 დღეს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად: ჰიპერმრძნობელობის რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი. თავის ტკივილი, თავბრუხვევა, პარესთეზია, კანკალი. არტერიული წნევის მომატება ან შემცირება, ჰიპერემია ან კანის საფარის სიფერმკრთალე სხვადასხვა ხარისხის გამოხატულებებით. სიმწარე, სიმშრალე, უსიამოვნო გემო პირში, ხანმოკლე ტკივილები და დისკომფორტი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა.
გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
პოლისანი
Country
Russia
Generic
siccine acid+nicotinamidum+riboxinum+riboflavinum
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page