About Product
საერთაშორისო დასახელება - citicoline+piracetam
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ნატრიუმის ციტიკოლინი - 500 მგ, პირაცეტამი BP – 800 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, იზოპროპილის სპირტი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, აპკის საფარი: Super coat film, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, იზოპროპილის სპირტი, დიქლორმეთანი, რკინის ოქსიდი წითელი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული პრეპარატები.
ჩვენებები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის მწვავე და აღდგენითი პერიოდი
დეგენერაციული (მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადებით) და ცერებროვასკულარული დაავადებებით განპირობებული კოგნიტური დარღვევები
თავის ტრავმით ან ქალა-ტვინის ტრავმით გამოწვეული ცერებრალური უკმარისობა (მაგალითად, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაკარგვა, ცუდი კონცენტრაცია, დეზორიენტაცია).
გამოყენების წესი და დოზები
ციტიოქსი P-ს (ციტიკოლინის და პირაცეტამის) ტაბლეტები მიიღება მხოლოდ ექიმის მითითებით, ჩვეულებრივ 1-3 ჯერ დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის დოზირება დამოკიდებულია პაციენტების მდგომარეობაზე და თერაპიაზე მათ რეაქციაზე. ტაბლეტები მიიღება მთლიანად, გამოყენებამდე არ შეიძლება გადატეხვა, დაღეჭვა ან დანაწევრება.
ხანდაზმულ ასაკში ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით. ხანგრძლივი თერაპიის დროს ხანდაზმულებში საჭიროა კრეატინინის კლირენსის მუდმივი შეფასება.
პაციენტები თირკმელების უკმარისობით
დღიური დოზა უნდა შეირჩეს უნდივიდუალურად თირკმელების ფუნქციიდან გამომდინარე. დოზის კორელაცია ხდება კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გვერდითი მოქმედება
ციტიკოლინი
სიმპტომური გვერდითი რეაქციები: ჰიპოთენზია, აღგზნებადობა, უძილობა. მთლიანობაში აღნიშნული გვერდითი მოვლენები მეტნაკლებად ასატანია, მაგრამ თუ უფრო სერიოზული გახდება, შესაძლებელია მათი სიმპტუმური მკურნალობა.
პირაცეტამი
ხშირად: ნერვოზულობა, ჰიპერკინეზია, წონის მომატება
იშვიათად: დეპრესია, ძილიანობა, ასთენია, თავბრუსხვევა
სიხშირე უცნობია: ჰიპერმგრძნობელობა, აჟიტაცია, შფოთიანობა, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ჰემორაგიები, დიარეა, გულისრევა, ღებინება.
Show More
More Info
125876
Brand
სინოკემ ფარმაცეუტიკალსი
Generic
citicoline+piracetam