Asertin tab 50mg #30

Asertin tab 50mg #30

პოლონეთი

ბიოფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - სერტრალინი
შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს: 50 მგ სერტრალინი. დამხმარე ნივთიერებები: ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის გლიკოლატის სახამებელი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი და ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები.

ჩვენებები: დეპრესია და მისი რეციდივის პრევენცია მოზრდილებში. სოციალური შფოთვითი, ტრავმის შემდგომი სტრესული, პანიკური, აშლილობა მოზრდილებში, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მოზრდილებში, ბავშვებსა და 6-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში.

დოზირება და მიღების წესი: სერტრალინი ყველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. სერტრალინის ტაბლეტების მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე. მედიკამენტი მიიღება დღეში ერთხელ, დილას ან საღამოს. დეპრესია და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მოზრდილებში: არის 50 მგ დღეში. შესაძლებელია დღიური დოზის თანდათანობით გაზრდა 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში, არანაკლებ ერთი კვირის ინტერვალით. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში. პანიკური, სოციალური შფოთვითი და ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა: მკურნალობა იწყება დოზით 25 მგ დღეში და იზრდება 50 მგ-მდე დღეში ერთი კვირის შემდეგ. შესაძლებელია დღიური დოზის თანდათანობით გაზრდა 50 მგ-ით რამდენიმე კვირის განმავლობაში. მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 200 მგ დღეში. ბავშვები და მოზარდები: სერტრალინი გამოიყენება მხოლოდ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით დაავადებულ 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. ბავშვები 6-დან 12 წლამდე: რეკომენდებული საწყისი დოზა არის 25 მგ ყოველდღიურად. ერთი კვირის შემდეგ ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 50 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დოზა არის 200 მგ ყოველდღიურად. მოზარდები 13-დან 17 წლამდე: რეკომენდებული საწყისი დოზაა 50 მგ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არის 200 მგ ყოველდღიურად.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სერტრალინის ან სერტრალინის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, მაო-ნიჰიბიტორებთან კომბინირებული მკურნალობა, როგორიცაა სელეგილინი, მოკლობემიდი ან ლინეზოლიდი. სერტრალინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა არანაკლებ ერთი კვირიანი შუალედი ამ სამკურნალო საშუელებებით მკურნალობის დაწყებამდე. სერტრალინით მკურნალობა იწყება მაო-ინჰიბიტორებით მკურნალობის დამთავრებიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ. პიმოზიდინთან კომბინირებული მიღება. დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება სერტრალინით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულ ან მეძუძურ ქალებში სერტრალინი ინიშნება მხოლოდ მაშინ, თუ ექიმი ჩათვლის, რომ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის ან ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს. რეპროდუქციული ასაკის ქალებში სერტრალინის მიღების დროს აუცილებელია უსაფრთხო კონტრაცეპტიული საშუალებების გამოყენება.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმი
Country
პოლონეთი
Generic
sertraline
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page