Arkorelax stres kanabis sativa tab #30
Arkorelax stres kanabis sativa tab #30

Arkorelax stres kanabis sativa tab #30

საფრანგეთი

არკოფარმა
About Product
არკორელაქსი სტრეს კანაბის სატივა ბუნებრივი გზით დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსის მიღწევით. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის - როდიოლას და ელეუტეროკოკის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. იგი ასევე შეიცავს კანაფის თესლის ზეთს.
დაძაბული დღეები, სამსახური, გამოცდები - ეს ფაქტორები იწვევენ სტრესს, ნევროზულობას და დროებით დაღლილობას. არკორელაქს სტრეს კანაბის სატივას სრულყოფილი ფორმულა მოგცემთ ყოველდღიური კონტროლის და სიმშვიდის საშუალებას.

შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს 3 ტაბლეტი შეიცავს
ელეუტეროკოკის
ფესვის ექსტრაქტი 300მგ 450მგ
ექვივალენტურია
ელეუტეროკოკის
მშრალი
ფესვის 3გ 4,5მგ
როდიოლას
ფესვის ექსტრაქტი 180მგ 270მგ
ექვივალენტურია
როდიოლას
მშრალი ფესვის 900მგ 1350მგ
კანაფის თესლის
ზეთი 100მგ 150მგ
ვიტამინი B6 1,4მგ (100%*) 2,1მგ (150%*)
მაგნიუმი 60მგ (16%*) 90მგ (24%*)
* NRV - Nutritional Reference Values

არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს მოქმედი ნორმატივების შესაბამისად.
ვეგანური პროდუქტი.

ჩვენებები: როდიოლა და ელეუტეროკოკი-ადაპტოგენური მცენარეებია, რომლებიც ზრდიან ორგანიზმის გამძლეობას სტრესული სიტუაციების მიმართ. ისინი ხელს უწყობენ ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნებას, ასევე ფიზიკურ და ინტელექტუალურ მუშაობას.
მაგნიუმი და B6 ვიტამინი ამცირებენ დაღლილობას, ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
კანაფის თესლის ზეთი ცნობილია საკვები ნივთიერებების ბალანსირებული შემცველობით, განსაკუთრებით მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება 2 ტაბლეტი დილით, მოზრდილი ჭიქით წყლის მიყოლებით; ინტენსიური სტრესის დროს მიიღება 3 ტაბლეტი დღეში (2 დილით, 1 შუადღეს).

განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება 15 წლის ასაკიდან. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება 17:00 საათის შემდეგ. არ იწვევს დამოკიდებულებას, მიჩვევას ან ძილიანობას.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი შეფუთვაში.
შენახვის წესი: ინახება სინათლის, სითბოსა და ნესტისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
საფრანგეთი
Generic
eleuteroococcus+rodiola+marichuana+vit b-6+magnesium
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page