Alzepil tab 5mg #28

Alzepil tab 5mg #28

უნგრეთი

ეგისი
About Product
შემადგენლობა: შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დონეპეზილის ჰიდროქლორიდი 5 ან 10 მგ.

გამოყენების ჩვენებები: მსუბუქი ან ზომიერად მძიმე ალცჰაიმერული ტიპის დემენციის მკურნალობა.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა დონეპეზილის, პიპერიდინის წარმოებულების ან პრეპარატის დამხმარე
საშუალებების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ბავშვთა ასაკი.გამოყენების წესი და დოზები: რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება საღამოს ძილის წინ. ალზამედის მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ისე ჭამის შემდეგ.
მკურნალობა იწყება 5 მგ-ის დღეში ერთჯერ მიღებით და გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში დონეპეზილის
წონასწორული კონცენტრაციების მისაღწევად და მკურნალობის ადრეული კლინიკური ეფექტების შეფასებისათვის. ამის
შემდეგ ალზამედის დოზირება შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე ერთჯერ დღე-ღამეში.
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას დოზების კორექცია საჭირო არ არის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ბრადიკარდია, გულის წასვლა, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის
ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, უძილობა, ჰალუცინაციები, აგზნება, აგრესიული ქცევა, დიარეა, გულისრევა, ღებინება,
დისპეფსია, ანორექსია, კუჭ-ნაწლავის აშლილობები, შარდის შეუკავებლობა, გამონაყარი, კანის ქავილი.
ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის შრატში კრეატინფოსფოკინაზას კუნთოვანი იზოფორმების აქტივობის
უმნიშვნელო მომატება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: შესაძლებელია თუ არა ავტომობილის მართვა ან რთული ტექნიკით სარგებლობა, უნდა გადაწყვიტოს ექიმმა მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის შეფასების შემდეგ.შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
უნგრეთი
Generic
donepezil
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page