Tyokas mono gel 12.5mg/g N1
Tyokas mono gel 12.5mg/g N1

Tyokas mono gel 12.5mg/g N1

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
About Product
თიოკასი მონო

- მოქმედი ნივთიერება: 1 გრამი გელი შეიცავს 18.5 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოს, რაც შეესაბამება 12.5 მგ დექსკეტოროფენს.
- დამხმარე ნივთიერებები: კარბომერის ჰომოპოლიმერი (კარბოპოლი 974P), დიეთილენ გლიკოლმონოეთილის ეთერი (ტრანსკუტოლი P), მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი 8000P), ლავანდის არომატი, ეთანოლი (96%) და გასუფთავებული წყალი.

გამოყენება:
თიოკასი მონო არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).
თიოკასი მონო გამოიყენება სახსრებში, მყესებში (კუნთებისა და ძვლების შემაერთებელი სტრუქტურები), იოგებსა (ძვლების შემაერთებელი ქსოვილი) და კუნთებში ტრავმული და დეგენერაციული დაავადებების შედეგად განვითარებული ტკივილისა და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ.
თიოკასი მონო მოქმედებს იმ ნივთიერებების წარმოქმნის პროფილაქტიკის ან შემცირების გზით, რომლებიც იწვევს ტკივილსა და ანთებას სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების დაზიანებულ უბნებში. ადგილობრივად წასმის შემთხვევაში გელი ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას დაზიანებულ უბანში.
თიოკასი მონო გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დექსკეტოპროფენს (ტრომეტამოლის სახით) და გამოდის ალუმინის ტუბში, რომელიც შეიცავს 60 გრამ გელს.

პრეპარატი უნდა წაისვათ მტკივნეულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
გამოიყენეთ მითითებული დოზა, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული თქვენი ექიმის მიერ.
გამოყენების წესი და მეთოდი:
თიოკასი მონო გამოიყენება გარეგნულად.
გელი ფრთხილად უნდა შეიზილოთ სრულ შეწოვამდე.
თიოკასი მონოს წასმის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.

ენახვის პირობები
თიოკასი მონო შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
თურქეთი
Generic
dexketoprofen
Dose
1.25%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
60გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page