Tenovix liofizilat 20mg for injection i/m i/v #3
Tenovix liofizilat 20mg for injection  i/m i/v #3

Tenovix liofizilat 20mg for injection i/m i/v #3

ინდოეთი

ნითინ ლაფსცენსი
About Product
დასახელება - ტენოვიქსი 20მგ 3+3 ამპულა

ჩვენება: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა
გამოყენების წესი და დოზები

ტენოვიქსი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად. ხსნარის მოსამზადებლად ფხვნილის შემცველ ფლაკონს უნდა დაემატოს გამხსნელი და ფრთხილად შეინჯღრეს ფლაკონი, რომ ფხვნილი მთლიანად გაიხსნას. აკრძალულია ხსნარის გამოყენება, რომელიც შეიცავს ხილულ უხსნად ნაწილაკებს, ასევე სხნარის, რომელსაც შეცვლილი აქვს ფერი ან გამჭვირვალობა. მზა ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს ღრმად დუნდულის კუნთის გარეთა ზედა კვადრატში ან ნელა ინტრავენურად.

თერაპიის ხანგრძლივობას და ტენოვიქსის დოზებს განსაზღვრავს ექიმი.

მოზრდილებისთვის ტენოვიქსის რეკომენდებული საშუალო დოზა არის 20 მგ დღე-ღამეში.

მოზრდილებში ართრიტის მწვავე ფორმის დროს, როგორც წესი, ინიშნება ტენოვიქსის 40 მგ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც გადადიან დღე-ღამეში 20 მგ-ის შეყვანაზე. პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დაიშვება ტენოვიქსის დოზის შემცირება დღე-ღამეში 10 მგ-მდე.

დანიშნული დოზის გამოყენება უნდა მოხდეს ერთ მიღებაზე.
უკუჩვენებები

ანამნეზში ტენოქსიკამის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან ფხვნილის დამატებითი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებზე მითითებები;
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები (მათ შორის ანამნეზში), გასტრიტის მძიმე ფორმა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (მათ შორის ანამნეზში);
კასპირინული ტრიადალ ანამნეზში, ლაქტოზას აუტანლობა;
თირკმლის ან ღვიძლის გამოხატული უკმარისობა;
სისხლის დაავადებები: ჰემოფილია, კოაგულაციის გამოხატული დარღვევები;
ბავშვთა ასაკი;
ორსულობის მესამე ტრიმესტრი
ვარგისობის ვადა

ფხვნილი - 2 წელი., გამხსნელი - 3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ნითინ ლაფსცენსი
Country
ინდოეთი
Generic
tenoxicam
Dose
20მგ
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 2მლ
Quantity
3
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page