საერთაშორისო დასახელება - Serrapeptidase,Trypsin,Chymotrypsin შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ნაწლავში ხსნადი ყოველი კაფსულა შეიცავს: სერაპეპტიდაზა 60მგ, ტრიფსინი 10მგ (360 სე), ქიმოტრიფსინი 2მგ (300 სე).
ჩვენებები: ტრავმა ან ქირურგიული დაზიანება; პოსტ-ქირურგიული მანიპულაციები და კუნთის ან მყესების დაზიანება. ამცირებს შეშუპებას, ტკივილს, ხელს უშლის პლევრის ღრუში ექსუდატის დაგროვებას (ფილტვის შეშუპებას); ამცირებს სახსრების ტკივილს და შეშუპებას (ანთებას) რევმატოიდული ართრიტის და ოსტეოართრიტისას; კუნთოვანი და მყესოვანი დაზიანებები, ამოვარდნილობა, ტენდონიტი; მოტეხილობები: სიწითლისა და შეშუპების შემცირება ხელის ან სხვა სახის მოტეხილობებისას; ვარჯიშის შემდგომი კუნთების ტკივილი (მიალგია); ამცირებს განსაკუთრებით ცხვირის ლორწოვანის და სინუსების შეშუპებას (ანთებას); ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ამცირებს ხველას და ათხელებს სეკრეტს; სინუსიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი; ყურის, ცხვირის და ყელის ინფექციები; ნაწლავის ანთებითი დაავადებები, მათ შორის: წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება; დამწვრობის დროს განვითარებული ინფექციის მკურნალობა; დიაბეტური ტროფიკული წყლული; სიმსივნე; რეკომენდებულია კარდიოვასკულური დაავადების მკურნალობისას (კომბინაციაში); რეკომენდებულია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის; აუტოიმუნური დაავადებები (ფსორიაზი, ალერგია, ასთმა, ართრიტი).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; მწვავე ჰეპატიტი; მწვავე სისხლდენა. გაფრთხილება: სიფრთხილით ინიშნება სისხლის კოაგულაციის, თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.