Ketorolac BENE amp 30mg/1ml i/m i/v #20
Ketorolac BENE amp 30mg/1ml i/m i/v #20

Ketorolac BENE amp 30mg/1ml i/m i/v #20

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
About Product
დასახელება - კეტოროლაკი ბენე ფარმი ი/ვ ი/მ ხსნარი საინექციო 30მგ/1მლ ამპულა
ჩვენებები
Ketorolac-Grindeks- ის საინექციო ხსნარი შეიცავს კეტოროლაკის ტრომეტამოლს (შემდგომში კეტოროლაკი). კეტოროლაკი წარმოადგენს არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებას (აასს) ძლიერი ტკივილისგამაყუჩებელი ეფექტით.
მას ხანმოკლედ იყენებენ ოპერაციის შემდგედ ზომიერი და ძლიერი ტკივილების დროს. Mმკურნალობის დაწყება შესაძლებელია მხოლოდ საავადმყოფოში. პრეპარატის გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.
მიღების წესები და დოზები
Ketorolac-Grindeks- ით მკურნალობას ნიშნავს და აკონტროლებს ექიმი. ჩვეულებისამებრ მკურნალობა იწყება საავადმყოფოში.
კეტოროლაკს შეგიყვანენ ექიმი ან ექთანი. პრეპარატი შეგიძლიათ შეიყვანოთ კუნთში ან ვენაში (ინტრავენურად). ვენაში შეყვანისას ინექციის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 15 წამს; კუნთში პრეპარატი უნდა შეიყვანოთ ნელა და ღრმად კუნთში.
პრეპარატის არასასურველი გვერდითი მოქმედების შემცირებისთვის ექიმი ნიშნავს ყველაზე ნაკლებ ეფექტურ დოზას შეძლებისამებრ დროის უფრო მოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის.
მოზრდილები
რეკომენდირებული დოზა დასაწყისში შეადგენს 10 მგ-ს. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის მიღებას აგრძლებენ 10-30 მგ გამოყენების დროს ყოველ 4-6 საათს ტკივილების ინტენსივობის მიხედვით. ოპერაციის შემდეგ პრეპარატის შეყვანა შეიძლება ყოველ 2 საათში. ძალიან ინტენსიური ტკივილების დროს საწყისი დოზა შეიძლება იყოს 30 მგ. ექიმი ყოველთვის დაგინიშნავთ რაც შეიძლება ნაკლებ ეფექტურ დოზას.
თირკმლის ნორმალური მოქმედებისა და მინიმუმ 50 კგ სხეულის მასის მოზრდილებში მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ-ს. ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის მოქმედების მსუბუქი დარღვევების მქონე პაციენტებში და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში მაქსიმალურმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 60 მგ-ს (იხილეთ შემდგომ).
თუ ტკივილები ძალიან ძლიერია, ექიმს შეუძლია დამატებით დანიშნოს სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიც (მაგალითად, პეტიდინი, მორფინი).
პაციენტებთში, რომლებიც იღებდნენ კეტოროლაკის ინექციებს და გადავიდნენ ამ პრეპარატის პერორალურად მიღებაზე, საერთო კომბინირებულმა სადღეღამისო დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 90 მგ-ს (60 მგ ხანდაზმული პაციენტებისთვის, თირკმლების მოქმედების მსუბუქი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის და 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებისთვის). წამლის ფორმის შეცვლილას პერორალურად მისაღები პრეპარატის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 40 მგ-ს. რეკომენდირებულია რაც შეიძლება მალე გადასვლა პრეპარატის პერორალურ მიღებაზე.
კეტოროლაკით მკურნალობას წყვეტენ, როგორც კი აღწევენ სასურველ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

ბავშვები და მოზარდები
არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია კეტოროლაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ, ამიტომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამ წამლის მიღება არ შეიძლება (იხილეთ Kეტოროლაც-Gრინდეკს-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში).
16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში კეტოროლაკი გამოიყენება ისევე, როგორც მოზრდილებში.
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
რუმინეთი
Generic
ketorolac
Dose
30მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page