ჩვენებები: ზრდაში ჩამორჩენა, ,,ქონდრისკაცის“ სინდრომი (ნანიზმი); კუნთოვანი დისტროფია და ატროფია; მეტაბოლური დარღვევები (ალიმენტარული გაცხიმოვნება, ბულემია და აპათია); ჰიპოქსია; მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი, უშაქრო დიაბეტი; ოსტეოპოროზი; რეაბილიტაცია (აღდგენითი პერიოდი) ავადმყოფებში მძიმე დაავადებების შემდეგ (პოსტ-ინფარქტული კარდიოსკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და ა.შ.); ბოდიბილდინგი, კულტურიზმი და პროფესიული სპორტის სხვა სახებობით დაკავება.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი: 1 კაფსულა ჭამამდე ან ჭამის დროს 3-ჯერ დღეში (მე-3 კაფსულის მიღება რეკომენდირებულია ძილის წინ). მითითება: ბავშვებში, ზრდის განმსაზღვრელი სომატოტროფული ჰორმონი სინთეზირდება ძირითადად ძილის, ფიზიკური დატვირთვის და საკვების მიღების დროს. ამიტომ ფიტო სომატოტროპის მიღება რეკომენდებულია ან ძილის წინ, ან ფიზიკური დატვირთვისა და ჭამის დროს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიეირი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15C-დან 30C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 3 წელი. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.