About Product
შემადგენლობა: 1 ამპულა (3 მლ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: დიკლოფენაკის ნატრიუმი - 75,0 მგ; ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი - 2,0 მგ; ციანკობალამინი - 10,0 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ძმარმჟავას წარმოებულები და მონათესავე ნივთიერებები.
ჩვენებები: ექსიტუმ B12 გამოიყენება ინტენსიური მტკივნეული ანთებითი პროცესებისას. ნაჩვენებია ასევე სახსროვანი და არა სახსროვანი რევმატული მდგომრეობებისას, ფიბრომიალგიის, მიალგიის, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილის, იშიაზის, ფიზიკური ტრავმებისა და დაჭიმულობების დროს.
დოზირება და მიღების წესი: დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, სამედიცინო კრიტერიუმებისა და პაციენტის კლინიკური პროფილის შესაბამისად. რეკომენდებული დოზა: მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან: 1-2 ამპულა დღეში. ინექცია კეთდება ღრმად კუნთებში. ინექცირება ხდება ნელა.
უკუჩვენებები: ექსიტუმ B12 უკუნაჩვენებია მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ დადასტურებული ალერგიის მქონე პაციენტებში. ასევე უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლულის, ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობის, გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, მძიმე ჰიპერტენზიის, ასთმის მქონე პაციენტებში ანამნეზში მწვავე ასთმით, რინიტის ან ურტიკარიული შეტევებისას; აქტიური ტუბერკულოზის, სისტემური მიკოზების, ვირუსული დაავადებების, მწვავე გლომერულონეფრიტის, მწვავე ფსიქოზის, ოსტეოპოროზის, ღვიძლის პორფირიის, ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისას, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო სტადიაზე თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება. რისკი-სარგებელის გათვალისწინებით უნდა შეწყდეს დედის მიერ პრეპარატის მიღება ან ლაქტაცია.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის დოზირებული მიღება არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა, თუ პაციენტს აწუხებს თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა არ უნდა მართოს ავტოტრანსპორტი და სხვა მექანიზმები.
ჭარბი დოზირება: არ არის აღწერილი.
გარეგნული სახე და შეფუთვა: 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულაში. #6 ამპულა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულს და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს „ბიოპოლუსი“, საქართველო.
წარმოებულია შპს „ლედი ჰელსქეა“-თვის, საქართველო.
Show More
More Info
131126
Generic
diclofenace+betamethasone+hydroxocobalamin