ჩვენებება: • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა (პოდაგრის გამწვავებისას სახსროვანი სინდრომი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი ფესვობრივი სინდრომით, რადიკულიტი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება, ბურსიტი; იშიაზი, ლუმბაგო); • რევმატული და არარევმატული წარმოშობის კუნთების ტკივილი. რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პოსტტრავმული ანთება (იოგების დაზიანება და გაგლეჯა, დაზიანება). პრეპარატი განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, გამოყენების მომენტში ტკივილის და ანთების შესამცირებლად, დაავადების პროგრესირებაზე გავლენას არ ახდენს.
უკუჩვენება: • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის მიმართ; • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; • გამოყენების არეში დერმატოზები, ეპიდერმისის დაზიანება და კანის საფარველის ინფექციები; • თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ) ან ღვიძლის უკმარისობა; • ანამნეზში ბრონქოსპაზმი, რომელიც დაკავშირებულია აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა აასს გამოყენებასთან; • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; • 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
მიღების წესი და დოზები: ემერონის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის 3-4 ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური მტკივნეულობის არეზე უნდა დაიტანოთ გელის დაახლოებით 3 სმ ზოლი და თითების მსუბუქი მოძრაობებით თანაბრად გაანაწილოთ სწორ ფენად, შეზელვის გარეშე. გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ საპნით. გელის რაოდენობა და გამოყენების სიხშირე (არაუმეტეს 4 ჯერ დღე-ღამეში) შესაძლოა ვარირებდეს დასამუშავებელი მონაკვეთის სიდიდიდან და პაციენტის რეაქციიდან გამომდინარე. არ გამოიყენოთ გელი 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25რС ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.