Diclo Denk Retard tab 100mg #100
Diclo Denk Retard tab 100mg #100

Diclo Denk Retard tab 100mg #100

გერმანია

დენკ ფარმა
About Product
შემადგენლობა: დიკლოფენაკის ნატრიუმი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

ჩვენებები: გამოიყენება ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობისას, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა: სახსრების მწვავე ანთებითი პროცესი (ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები.; სახსრების ქრონიკული ანთებითი
პროცესი (ქრონიკული ართრიტი), განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტი (ქრონიკული პოლიართრიტი); ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატოიდული დაავადებები; სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები (ართროზი და სპონდილართროზი); რბილი ქსოვილების რევმატიზმი; ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება. მოცემულმა დოზირებამ შეიძლება შეაფერხოს აქტიური ნივთიერების გამოთავისუფლება, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი დანიშვნა პაციენტებში, ვისაც ესაჭიროება დაუყოვნებლივი ეფექტი.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია დიკლოფენაკის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერებისადმი; თუ პაციენტის ანამნეზში აღენიშნება ფილტვების კუნთის სპაზმი, ასთმური შეტევა, ცხვირის ლორწოვანი მემბრანის შეშუპება ან კანის რეაქცია, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცინის მჟავის ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან; უცნობი მიზეზით გამოწვეული სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა; თუ პაციენტს აქვს აქტიური ან ანამნეზში ჰქონდა კუჭის და-ან დუოდენური წყლული (წყლულოვანი დაავადება) ან ჰემორაგიები (წყლულის ან სისხლდენის 2 ან მეტი შემთხვევა); კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან პერფორაცია ანამნეზში, რომელიც დაკავშირებული იყო არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო თერაპიასთან; ცერებრალური (ცერებროვასკულარული სისხლდენა) ან სხვა აქტიური ჰემორაგიები; ღვიძლის ან თირკმელების მწვავე დისფუნქცია; გულის მწვავე დაავადება (კარდიალური უკმარისობა); თუ პაციენტს აღმოაჩნდა გულის ავადმყოფობა და-ან ცერებროვასკულარული დაავადება მაგალითად გულის შეტევა, ინფარქტი, მინი-ინფაქტი (TIA) ან გულის ან ტვინის სისძარღვების ბლოკირება ან ბლოკირებული არხების გაწმენდის ოპერაცია. სისხლის მიმოქცევის მხრივ პრობლემები (პერიფერიული არტერიული დაავადებები); თუ პაციენტი არის ბავშვი ან მოზარდი; ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.

რეკომენდებული დოზა შემდეგია: რევმატიული დაავადების მკურნალობა: დიკლოფენაკის დოზა უნდა შეირჩეს
ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმის შესაბამისად. მოზრდილებისათვის დღე-ღამის რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-150მგ.

შენახვის წესები: მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
გერმანია
Generic
diclofenac
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page