DESFAROL Gel 1.25% 60.0

DESFAROL Gel 1.25% 60.0

თურქეთი

დევა ჰოლდინგი
About Product
აქტიური სუბსტანცია: 1გ გელი შეიცავს 12.5მგ დექსკეტოპროფენის ექვივალენტურ 18.5მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს. სხვა ინგრედიენტები: კარბომერი 980, პროპილენგლიკოლი, პოლიეთილენგლიკოლი (PEG 400), ეთილის სპირტი (96%), 18% ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, ლავანდის არომატი, დეიონიზირებული წყალი.

ჩვენება: დეფსაროლი გამოიყენება ტკივილის და ანტების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ტრავმით ან სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების დეგენერაციული დაზიანებით. დესფაროლი ეფექტურად მოქმედებს იმ ნივთიერებების შემცირებაზე და პრევენციაზე რაც იწვევს სახსრების, მყესების, იოგების და კუნთების ტკივილს. გელის ადგილობრივად დატანისას მცირდება ტკივილი და შეშუპება აპლიკაციის ადგილზე.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია დექსკეტოპროფენის ან დესფაროლის სხვა კომპონენტების მიმართ; ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების მიმართ; აქვს ასთმა ან აწუხებს ასთმური შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ანთება ცხვირის ღრუში), ცხვირის პოლიპი (ალერგიით გამოწვეული შეშუპება ცხვირში), ურტიკარია (გამონაყარი კანზე), ანგიოედემა (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, ან სუნთქვის გაძნელება) ან ხიხინი გულმკერდის არეში აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. არის ლაქტაციის პერიოდში ან ორსულობის მესამე ტრიმესტრში. გელის დატანა არ შეიძლება ღია ჭრილობაზე ან მუდმივად დაზიანებულ კანზე. გელის დატანა არ შეიძლება ლორწოვან, ანალურ ან გენიტალურ ადგილზე. დესფაროლის წასმის შემდეგ არ შეიძლება მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმა ან ოკლუზიური სახვევის გაკეთება.
გამოყენების წესი: სათანადო გამოყენების და დოზირების ინსტრუქცია-გამოყენების სიხშირე: მისი დატანა შეიძლება მტკივნეულ ადგილზე 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. გამოიყენება რეკომენდებული დოზები თუ ექიმი სხვაგვარად არ ურჩევს პაციენტს.

შენახვის წესი: დესფაროლი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25C, სინათლისგან დაცულ ადგილას.
ამპულები ინახება ორიგინალ შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
დევა ჰოლდინგი
Country
თურქეთი
Generic
dexketoprofen
Dose
1.25%
Form
გელი
Quantity
1
Volume
60გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page