Cartimax MSM caps #25

Cartimax MSM caps #25

დიდი ბრიტანეთი

ინტერნეშნალ ჰელს სოლუშენ
About Product
შემადგენლობა: 500 მგ გლუკოზამინის სულფატი, 200 მგ ქონდროიტინის სულფატი, 200 მგ მეთილსულფონილმეთანი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი საშუალება.

ჩვენებები: სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, ოსტეოართრიტი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, სპონდილოზი, ოსტეოპოროზი, ფიბრომიალგია, მიოზიტი, პაროდონტოპათია, მოტეხილობები, სახსარზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი აღდგენითი პერიოდი. კანის დაავადებები.

დოზირება და მიღების წესი: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში შიგნით მისაღებად, კვების შემდეგ, 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ 1 კაფსულა ერთხელ დღეში მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, შებერილობა, ფაღარათი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, თირკმლის ფუნქციის გამხოატული დარღვევა, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, სისხლდენისადმი მიდრეკილება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: აძლიერებს ანტიკოაგულანტების და ანტიაგრეგანტების ეფექტს, აქვეითებს ნახევრადსინთეზური პენიცილინების მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები: პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენს, საფუარს, შაქარს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: #60 კაფსულა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 10-30C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ინტერნეშნალ ჰელს სოლუშენ
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
glucosamine+chondroitine+MSM+vit C
Dose
500მგ+200მგ+200მგ
Form
კაფსულა
Quantity
25
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page