საერთაშორისო დასახელება - CAMPHOR მოქმედი ნივთიერება: ქაფური კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალეფსიური ანტისეპტიკური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები: ქაფური ავლენს გამახურებელ (აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას) და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას (თრგუნავს მტკივნეულ დაბოლოვებებს). მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს კანის გაწითლება და სისხლძარღვების გაფართოვება. ფარმაკოკინეტიკა: არ არსებობს მონაცემები ჩვენებები: გამოიყენება გამახურებელი საშულების სახით კუნთოვანი და სახსროვანი რევმატიზმების დროს, ნევრალგიებისას და I ხარისხის მოყინვებისას. მიღების წესი და დოზირება: გარეგანი. შესაზელად მტკივნეულ ადგილებში დღეში 1-3-ჯერ. გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია. უკუჩვენება: * მომატებული მგრძნობელობა ქაფურის მიმართ * 6 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალური სიფრთხილის ზომები * არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში. ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარტის გამოყენების შესახებ არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები. განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში. პრეპარატის ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვისას: პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ახდენს რაიმე ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე დამექანიზმების მართვაზე. ჭარბი დოზირება: არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არსებობს მონაცემები.
შენახვის პირობები და ვადები: 2 წელი პრეპარატის ინახება არა უმეტეს 25oC. არ შეიძლება გაყინვა. ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.