შემადგენლობა პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - მელოქსიკამის 7.5 მგ-ს ან 15 მგ-ს. ჩვენებები - სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი); - რევმატოიდული ართრიტი; - მაანკილოზებელი სპონდილიტი.
მიღების წესები და დოზები რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე. ოსტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია. გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის. ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ. უკუჩვენება - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში; - ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები; - თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე); - ორსულობა, ლაქტაცია; - ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი; - მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მაღალი მგრძნობელობა. შენახვის პირობები და ვადები პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!