Bonviva tab 150mg #3 /TR/
Bonviva tab 150mg #3 /TR/

Bonviva tab 150mg #3 /TR/

თურქეთი

ალი რაიფ ილაჩი
About Product
1.1 წამლის თერაპიული/ფარმაკოლოგიური კლასი
ბონვივა არის აზოტის შემცველი ბისფოსფონატი.
1.2 გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
1.3 მიღების გზა
ორალური.
1.4 თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტები: იბანდრონის მჟავა, მონონატრიუმის მარილი, 150 მგ
იბანდრონის მჟავას ექვივალენტი მონოჰიდრატი.
2. კლინიკური მონაცემები
2.1 თერაპიული ჩვენებები
ბონვივა 150 მგ ნაჩვენებია პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის სამკურნალოდ,
მოტეხილობების რისკის შესამცირებლად.
ოსტეოპოროზის მკურნალობა: ოსტეოპოროზი შეიძლება დადასტურდეს დაბალი
ძვლოვანი მასის (T-მაჩვენებელი < −2.0 SD) და ოსტეოპოროზული
მოტეხილობის არსებობით ამჟამად ან ანამნეზში, ან დაბალი ძვლოვანი
მასის (T-მაჩვენებელი < −2.5 SD) შემთხვევაში, წინასწარ არსებული
დოკუმენტირებული ოსტეოპოროზული მოტეხილობის გარეშე.
2.2 დოზირება და მიღების წესი
2
მკურნალობისთვის გამიზნული ბონვივას რეკომენდებული დოზა არის 150 მგ
შემოგარსული აბი თვეში ერთხელ. სასურველია, აბების თვის ერთსა და იმავე
რიცხვში მიღება.
ბონვივას მიღება საჭიროა პირველი საკვების, ან სასმელის (გარდა ჩვეულებრივი
წყლისა), (იხ. სექცია 2.4.3 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და
ურთიერთქმედების სხვა ფორმები, წამალსა და საკვებს შორის ურთიერთქმედება),
აგრეთვე, ნებისმიერი სხვა ორალურად მისაღები მედიკამენტის, ან საკვები დანამატის
(მათ შორის კალციუმის) მიღებამდე 60 წთ-ით ადრე:
– ტაბლეტის გადაყლაპვა აუცილებელია მთლიან მდგომარეობაში ერთი ჭიქა (180-
დან 240 მლ-მდე) ჩვეულებრივი წყლის დაყოლებით მჯდომარე ან ფეხზე მდგომ
პოზიციაში. არ შეიძლება წამოწოლა ბონვივას მიღებიდან 60 წთ-ის განმავლობაში.
– ერთადერთი სითხე, რომლითაც შეიძლება ბონვივას მიღება, არის ჩვეულებრივი
წყალი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი მინერალური წყალი
კალციუმის შედარებით მაღალ კონცენტრაციას შეიძლება შეიცავდეს და ამიტომ,
მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
პაციენტებმა არ უნდა დაღეჭონ ან გაწუწნონ ბონვივას აბები, ვინაიდან ამან პირ-ხახის
ლორწოვანის დაწყლულება შეიძლება გამოიწვიოს.
პაციენტმა დამატებით უნდა მიიღოს კალციუმი და ვიტამინი D, თუ საკვებთან
ერთად მათი მიღება საკმარისი არ არის.2.5.2. მეძუძური დედები
ლაქტაციის დროს ბონვივას გამოყენება არ შეიძლება.
Show More
More Info
Brand
ალი რაიფ ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
ibandronic acid
Dose
150მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
3
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page