Artoxan 20mg+2ml amp #3

Artoxan 20mg+2ml amp #3

თურქეთი

მეფარ ილაჩ
About Product
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი,
ტრომეთამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა.
1 ამპულა გამხსნელი შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.
ათქ კოდი: M01Aჩ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია (აასს)
ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის
დამწევი მოქმედებით. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია
ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს
არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის
ბლოკადას.
არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების
განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების
სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური
ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტალგანდინები,
ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის
დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი
რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს
ანთების პროლიფერაციულ ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების
პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
არტოქსანი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს
ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება
(ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს სახსრების
ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას, ამცირებს
დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და
ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 60-75 სთ. ადვილად
გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. ჩმახ-ს
აღწევს 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. სისხლის ცილებს უკავშირდება
99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%.
გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები
ტკივილის სინდრომით:
- სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის,
მაანკილოზებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადება), ოსტეოქონდროზის,
რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი,
პერიართრიტი) დროს;
- ტკივილი ხერხემლში, ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;
- ალგოდისმენორეა;
- თავისა და კბილის ტკივილი, შაკიკი, ტკივილი ტრავმების, დამწვრობის დროს.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
Show More
More Info
Brand
მეფარ ილაჩ
Country
თურქეთი
Generic
tenoxicam
Dose
20მგ
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 2მლ
Quantity
3
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page