Aksen forte tab 550mg #10
Aksen forte tab 550mg #10

Aksen forte tab 550mg #10

თურქეთი

ალი რაიფ ილაჩი
About Product
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ნატრიუმის ნაპროქსენი 550 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალურიცელულოზა (Avicel PH 101), სიმინდისსახამებელი, პოვიდონი PVP K 30, მაგნიუმისსტეარატი, ნატრიუმისკროსკარმელოზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.ჩვენებები;

• მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, იშიალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტრაქცია, ოპერაცია პირის ღრუში, ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი, დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი, შაკიკის შეტევების პრიფილაქტიკა და მკურნალობა.

• რევმატოლოგიური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, არასახსროვანი რევმატიზმი.

• ტრავმატოლოგია: ამოვარდნილობა, კუნთის გაგლეჯა და ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები.

• პოდაგრის მწვავე შეტევები.

• ანთებითი ხასიათის ტკივილი უროლოგიასა და ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში.

• ინფექციური დაავადებები: როგორც ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება, დამატებით სპეციფიკურ თერაპიასთან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ნაპროქსენის მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში, მიდრეკილება წყლულის წარმოქმნისა და სისხლდენისაკენ, ანამნეზური მონაცემები ისეთი რეაქციების შესახებ, როგორიცაა ასთმა, რინიტი, ჭინჭრის ციება აცეტილსალიცილის მჟავას ან/და სხვა აასს-ის მიღების შემდეგ; ღვიძლის, თირკმლის და გულის მწვავე უკმარისობა.გამოყენება ბავშვებში

ბავშვებში 5 წლის ზევით პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იუვენილური ართრიტის დროს, სხვა შემთხვევებში 16 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება.



გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციის პერიოდში მყოფ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, აქსენ ფორტესხ ტაბლეტები არ ინიშნება ორსულ ქალებში ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევების არ არსებობის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი შეხორცება ნაყოფში, ვადაგადაცილებული მშობიარობა და ახალშობილში სიყვითლის განვითარება, ორსულობის გვიან პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაციიდან დაახლოებით 1% გადადის დედის რძეში, ასევე ახალშობილებში შესაძლო არასასურველი რეაქციების გამო, პრეპარატი არ მიიღება ქალებში ლაქტაციის პერიოდში.
Show More
More Info
Brand
ალი რაიფ ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
naproxen
Dose
550მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page