About Product
შემადგენლობა: სტერილური ხსნარის ერთი ამპულის შემადგენლობაში შედის: ნატრიუმის დიკლოფენაკი 75.00მგ; ბეთამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი (2.0მგ ბეთამეტაზონის ექვივალენტი) 2.63მგ; შემავსებლები: ბენზილის სპირტი; პროპილენგლიკოლი; ნატრიუმის მეტაბისულფიტი; დინატრიუმის ედეტატი; ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH რეგულირებისთვის; საინექციო წყალი.
ფხვნილის ერთი ფლაკონის შემადგენლობაში შედის: ჰიდროქსოკობალამინის სულფატი (10.0მგ ჰიდროქსოკობალამინის ექვივალენტი) 10.365მგ. შემავსებელი: მანიტოლი 60.00მგ.
ჩვენებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილიზებელი სპონდილოართრიტი, ლუმბოციატალგია, ცერვიკობრაქიალგია, პოლირადიკულონევროპათია, ბეხტერევის დაავადება, რეიტერის სინდრომი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, ნერვული სისტემის დაავადებები (ნევრიტი, ნევრალგია, რადიკულიტი).
უკუჩვენებები: ორსულობა, ლაქტაცია, აქტიური ან საეჭვო გასტროდუოდენალური წყლული ან გასტროინტესტინური წყლული ანამნეზი, ღვიძლის ან თირკმელების მწვავე უკმარისობა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ბაქტერიული ინფექციები (მანამ სანამ პრეპარატი გამოიყენება სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან ან ქიმიოთერაპიასთან), ვირუსები, სისტემური მიკოზები, მწვავე ფსიქოზი, ოსტეოპოროზი. დიკლოფენაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. დიკლოფენაკის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით გამოწვეული ასთმური შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი. ოდოლორი B12 უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში .
გამოყენების წესი და დოზები: დოზის დადგენა მოხდება ინდივიდუალურად სამედიცინო კრიტერიუმების და პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. საშუალო რეკომენდებული დოზა: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში, კუნთში.
ინექციის ტექნიკა: ინექციის ადგილას დისკომფორტის და ადგილობრივი გვერდითი ეფექტების რისკის მინიმალიზაციისთვის, რეკომენდებულია ინსრუქციების დაცვა, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ინექციის ადგილში ასეპტიკის დაცვისას. ასეპტიკა უნდა შემოწმდეს მუშაობისას. საჭიროა რაც შეიძლება ღრმად შეყვანა. ინექციის პროცესი ნელი უნდა იყოს. ფრთხილად უნდა გაკეთდეს ინექციის ადგილის დაზელა სითხის შეწოვის გაადვილებისთვის.
Show More
More Info
125003
Generic
diclofenace+betamethasone+hydroxocobalamin
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად