Aclasta solution for infution 5mg/100ml vial #1
Aclasta solution for infution 5mg/100ml vial #1

Aclasta solution for infution 5mg/100ml vial #1

შვეიცარია

ნოვარტის ფარმა
About Product
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: zoledronic acid; 100მლ ხსნარი შეიცავს 5მგ ზოლენდრონის მჟავის (უწყლოს), რაც შეესაბამება 5,33მგ ზოლენდრონის მჟავის მონოჰიდრატს; დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (? 421), ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

ჩვენებები: ოსტეოპოროზის მკურნალობა ქალებში პოსტ-მენოპაუზის პერიოდში და მამაკაცებში თეძოს, ხერხემლის მოტეხილობების და სხვა ლოკალიზაციის მოტეხილობების შემთხვევების შემცირების მიზნით, ძვლების მინერალური სიმკვრივის ზრდა. თეძოს მოტეხილობის შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა მამაკაცებში და ქალებში. გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა. პეჯეტის დაავადება (მადეფორმირებელი ოსტეიტი).

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, ან მომატებული მგრძნობელობა ბისფოსფონატების მიმართ. თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა კრეატინინის კლირენსით <35მლ-წთ. ჰიპოკალციემია. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.გამოყენების წესი და დოზები: პოსტმენოპაუზის ოსტეოპოროზის, მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობა გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა, თეძოს მოტეხილობების შემდეგ განმეორებითი მოტეხილობების პროფილაქტიკა: რეკომენდებული დოზა-აკლასტას 5მგ ერთი ინტრავენური ინფუზია წელიწადში. პეჯეტის დაავადების მკურნალობა: რეკომენდებული დოზა-აკლასტას 5მგ ერთი ინტრავენური ინფუზია. პრეპარატს ნიშნავენ მხოლოდ პეჯეტის დაავადების მკურნალობის გამოცდილების მქონე ექიმები. მონაცემები პრეპარატით განმეორებითი მკურნალობის შესახებ არ არსებობს. აკლასტით პეჯეტის დაავადების ერთჯერადი მკურნალობის შემდეგ აღინიშნება რემისიის ხანგრძლივი პერიოდი. მაგრამ აკლასტათი განმეორებითი მკურნალობა შეიძლება დაენიშნოს დაავადების რეციდივის მქონე პაციენტებს, რომელიც გამოწვეულია შრატში ტუტე ფოსფოტაზის დონის მომატებით, რომლებშიც მიღწეული არ იქნა შრატში ტუტე ფოსფოტაზის დონის ნორმალიზაცია, ან პაციენტებში სიმპტომებით, რომლებიც ნარჩუნდება მკურნალობის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში. აკლასტა (5მგ 100მლ მზა საინფუზიო ხსნარზე) შეჰყავთ ინტრავენურად სისტემის მეშვეობით, რომელიც აწყობილია ინფუზიის სტაბილურ სიჩქარეზე. ინფუზიის დრო უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 წუთს. აკლასტას ინფუზიას ატარებენ პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის პირობით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის და იმ პაციენტებისათვის, ვინც დიურეტიკებს ღებულობენ. ოსტეოპოროზისას ქალებში და მამაკაცებში, გლუკოკორტიკოიდ-ინდუცირებული ოსტეოპოროზისას აუცილებელია დაინიშნოს კალციუმი და ვიტამინ D, თუ დიეტა ვერ ახდენს მათი აუცილებელი რაოდენობის კომპენსირებას. პაციენტებისათვის პეჯეტის დაავადებით აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნეს ვიტამინ D და კალციუმის ადექვატური გამოყენება სადღეღამისო დოზებით 10 დღე-ღამის განმავლობაში აკლასტას შეყვანის შემდეგ. პაციენტები თირკმელების უკმარისობით.ინფუზიისთვის მომზადებული პრეპარატის გამოყენება აუცილებელია დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენების მომენტამდე მისი შენახვის დროზე და პირობებზე პასუხისმგებლობა მომხმარებელს ეკისრება. გამოუყენებელი ხსნარის შენახვა შეიძლება არა უმეტეს 24 საათი 2-8C ტემპერატურაზე.შენახვის პირობები: გაუხსნელი ფლაკონი არ მოითხოვს შენახვის სპეციალური პირობებს. ინახება ფლაკონის გახსნიდან 24 საათის განმავლობაში, 2-8C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ნოვარტის ფარმა
Country
შვეიცარია
Generic
zoledronic acid
Dose
5მგ/100მლ
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page