About Product
ჩვენებები გამოყენებისთვის: ბავშვებში, მათ შორის ახალშობილ და დღენაკლურ ბავშვებში, სხვადასხვა ინფექციურ_x0002_ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს: მწვავე რესპირატორული
ვირუსული ინფექციები, გრიპის ჩათვლით, მათ შორის გართულებული ბაქტერიული
ინფექციით, პნევმონია (ბაქტერიული, ვირუსული, ქლამიდიური), მენინგიტი
(ბაქტერიული, ვირუსული) სეფსისი, საშვილოსნოს შიდა ინფექცია (ქლამიდიოზი,
ჰერპესი, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, ენტეროვირუსული ინფექცია, კანდიდოზი,
მათ შორის ვისცერული, მიკოპლაზმოზი);
მოზრდილებში, კომპლექსური თერაპიის დროს ორსულების მე-14 კვირიდან,
რომლებსაც აქვთ უროგენიტალური ინფექცია (ქლამიდიოზი, ციტომეგალოვირუსული
ინფექცია, ურეაპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, გარდნერელეზი, პაპილომავირუსული
ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი, რეციდივირებადი საშოს კანდიდოზი, მიკოპლაზმოზი),
კანის და ლორწოვანი გარსების პირველადი ან რეციდივირებადი ჰერპესული ინფექცია,
ლოკალიზებული ფორმა, მარტივი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა, მათ შორის
უროგენიტალური ფორმა;
მოზრდილებში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების კომპლექსური
თერაპიის დროს, გრიპის ჩათვლით, მათ შორის გართულებული ბაქტერიული
ინფექციით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება
ნებადართულია ორსულობის მე-14 კვირიდან. არ აქვს შეზღუდვები ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების მეთოდი და დოზები: პრეპარატი მიღებული უნდა იყოს რექტალურად. შენახვის პირობები:შეინახეთ 2-დან8რСტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ექიმის რეცეპტით.
Show More
More Info
123873
Generic
interferon alfa-2b