yaz tab 0.02mg/3mg #28

yaz tab 0.02mg/3mg #28

გერმანია

ბაიერ ვეიმარი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Aethinyloestradiolum+Drospirenonum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰორმონალური ორალური კონტრაცეპტივები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კომბინირებული კონტრაცეფციული საშუალება (ესტროგენი + გესტაგენი)

მიღების ჩვენება
♦ კონტრაცეფცია
♦ აკნეს ზომიერი ფორმის მურნალობა, არაუმცირეს 14 წლის ასაკი ქალებში, თუ პაციენტს გადაწყვეილი აქვს ორალური კონტრაცეფციული საშუალების მიღება ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
♦ პრემენსტრუალური დისფორიული დარღვევების სიმპტომების მკურნალობა, თუ პაციენტს გადაწყვეილი აქვს ორალური კონტრაცეფციული საშუალების მიღება ორსულობის თავიდან ასაცილებლად
პრეპარატის ჯესი დანიშვნვის გადაწყეტილების მიღება უნდა მოხდეს ქალის მიმდინარე, ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების გათავლისწინებით, მათ შორის მათი, რომლებიც დაკავშირებულია ვთე-ს განვითარებასის რისკთან. ასევე გასათვალიწნებელია ისიც თუ რამდენად მსგავსია ჯესის მიღებისას ვთე-ს განვითარების რისკი, ვთე-ს განვითარების რისკთან სხვა კოკ-ების მიღებისას.

უკუჩვენებები
პრეპარატი ჯესი არ უნდა გამოიყენონ ქვემოჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის არსებობისას.
♦ ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) არსებობა ან რისკი
♦ არტერიული თრომბოზი – არტერიული თრომბოზი აწმყოში ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტი), ან პროდრომული მდგომარეობა (მაგალითად, სტენოკარდია)
♦ ცერებროვასკულური დარღვევა – თავის ტვინის აპოპლექსია აწმყოში ან ანამნეზში, ან პროდრომული მდგომარეობა (მაგალითად, თავის ტვინის სისხლის მომოქცევის წარმავალი დარღვევა)
♦ არტერიული ტრომბოზის გამოვლენილი მემკვიდრული ან შეძენილი წინასწარგანწყობა, როგორიც არის ჰიპერჰომოცისეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, მგლურას ანტიკოაგულანტი)
♦ შაკიკი, ანამნეზში კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომებით
♦ შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით
♦ ჰიპერტონული დაავადება მძიმე ფორმით
♦ დისლიპოპროტეინემია მძიმე ფორმით
♦ ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის მძიმე დაავადებები (სანამ ღვიძლის ტესტები არ დაუბრუნდება ნორმას) აწმყოში ან ანამნეზში
♦ თირკმლის მძიმე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა
♦ ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) აწმყოში ან ანამნეზში
♦ გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების) ან მათზე ეჭვი
♦ გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა
პრეპარატის ჯესი ნებისმიერ კომპონენზე ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენების მეთოდი და დოზები
როგორ მიიღება ჯესი
ტაბლეტების მიღება საჭიროა შეფუთვაზე მითითებული რიგის მიხედვით, ყოველდღე ერთი და იგივე დროს, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით. ტაბლეტებს ღებულობენ შესვენების გარეშე. საჭიროა დღეში ერთი ტაბლეტის თანმიმდევრული მირება 28 დღის განმავლობაში. ყოველი შემდეგი შეფუთვის ტაბლეტების მიღება იწყება წინა შეფუთვიდან ბოლო ტრაბლეტის მიღების შემდეგ. მოხსნის სისხლდენა როგორც წესი იწყება არააქტიური ტაბლეტების მიღების დაწყებიდან მე-2-3 დღეს და შეიძლება არ დამთავრდეს ახალი შეფუთვის ტაბლეტების მიღების დაწყებამდე.
როგორ დავიწყოთ ჯესის მიღება
♦ როდესაც წინა თვეში არ გამოყენებულა არანაირი ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
ჯესის მიღება უნდა დაიწყოს მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს (ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს). დასაშვებია მიღების დაწყება მენსტრუალური ციკლის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეკომენდებულია კონტარაცეფციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება, პირველი შეფუთვის ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
♦ სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან, ვაგინალური რგოლის ან კონტრაცეფციული პლასტირიდან გადასვლისას
ჯესის მიღების დაწყება უმჯობესია წინა შეფუთვის ბოლო აქტიური ტაბლეტის მიღების შემდეგ დღეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა უგვიანეს ჩვეული 7-დღიანი შესვენების შემდეგი დღისა (21 ტაბლეტის შემცველი პრეპარატებისთვის) ან ბოლო არააქტიური ტაბლეტის მიღებიდან (28 ტაბლეტის შემცველი პრეპარატებისთვის). პრეპარატის ჯესი მიღება უნდა დაიწყოს ბოლო ვაგინალური რგოლის ან პლასტირის მოცილების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს იმ დღისა, როდესაც უნდა შეეყვანათ ახალი რგოლი ან დაეწებებინათ ახალი პლასტირი.
Show More
More Info
Brand
ბაიერ ვეიმარი
Country
გერმანია
Generic
ethinylestradiol+drospirenon
Dose
0.02მგ+3მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page